ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
IBG - ₾200 სასესხო შეზღუდვის მოხსნით ავტობაზრის სტიმულირებაზე
3 დეკემბერი, 2020, 16:50
IBG - ₾200 სასესხო შეზღუდვის მოხსნით ავტობაზრის  სტიმულირებაზე

თბილისი (GBC) - კოვიდ პანდემიის გამო ახალი ავტომობილების ბაზარი  და იმპორტი საქართველოში 30%-ით შემცირდა. 35%-იანი კლება აქვს გაყიდვებში  „იბერია ბიზნესჯგუფსაც“, რომელიც საქართველოში „აუდის“, "ფოლსკვაგენის“ „შკოდას“ „რენოს“ „კიას“ და „მიცუბიშის“ ინტერესებს წარმოადგენს.


კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დავით გოგორაშვილის ინფორმაციით, გაყიდვებს აფერხებს ეროვნული ბანკის ის რეგულაციაც, რომელიც 200 ათას ლარამდე სესხის დოლარში აღებას ზღუდავს.


გოგორიშვილის თქმით,  კომპანიის წილი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 20%-ია  და გაყიდვები პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ხორციელდება.


ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო და შესაბამისად, მომხმარებლის მოსაზიდად კომპანია ფასების დაახლოებით 5%-ით შემცირებას გეგმავს.


„ამ ეტაპზე შემცირებული შემოსავლების გამო თანამშრომლების შემცირებას არ ვგეგმავთ,“ -აცხადებს გოგორაშვილი.


„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე 1999 წლიდან საქმიანობს. ახალი ავტომობილების იმპორტისა და რეალიზაციის გარდა კომპანია ასევე სთავაზობს მომხმარებლებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას თბილისსა და ბათუმში.


მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 9.7 %-ით საქართველოს მთლიან იმპორტში  პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ $623 მლნ-ის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.9%-ით ნაკლებია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები