ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს ტრამპმა ხელი მოაწერა
28 დეკემბერი, 2020, 10:55
ეკონომიკის სტიმულირების  პაკეტს ტრამპმა ხელი მოაწერა

თბილისი (GBC) - აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს საღამოს ხელი მოაწერა ქვეყნის 2021 საფინანსო წლის ბიუჯეტის ნაწილს, რომელიც პანდემიის გამო ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების $900 მლრდ–იან პაკეტსაც შეიცავს. ამის შესახებ ტვიტერზე თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა დაწერა. მანამდე ამ კონიუნქტურულ პაკეტს მხარი სენატმა დაუჭირა.

მანამდე, 23 დეკემბერს ტრამპმა კონგრესს კოვიდ–19–ის პანდემიის პერიოდში მოსახლეობისა და მეწარმეებისათვის დახმარების კანონპროექტში ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა, რაც ამერიკელებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის გადახდების გაზრდას ითვალისწინებდა. ამავე დროს, ტრამპმა „სამარცხვინო“ უწოდა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ კონიუნქტურულ პაკეტს, რომელიც ყველა ზრდასრული ამერიკელისთვის ერთჯერადად $600–ის გადახდას ითვალისწინებდა.

ტრამპის აზრით, დახმარების მოცულობა $2000–მდე უნდა გაიზარდოს. სწორედ ამ მოცულობამდე დახმარების გაზრდას, როგორც ჯად დირი წერს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ორშაბათს, 28 დეკემბერს უნდა უყაროს კენჭი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები