ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ამერიკელი მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ
8 იანვარი, 2021, 11:28

თბილისი (GBC) - აშშ–ის განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსმა ვაშინგტონში განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გაზეთი Wall Street Journal წერს.

მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ განცხადებაში დევოსმა კაპიტოლიუმზე პროტესტანტების თავდასხმას მისთვის „გარდამტეხი წერტილი“ უწოდა.

დევოსი მეორე ამერიკელი მინისტრია, რომელმაც ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ თანამდებობა დატოვა. მანამდე ასეთი გადაწყვეტილება აშშ–ის ტრანსპორტის მინისტრმა ალეინ ჩაომ მიიღო. სამინისტროს თანამშრომლებისადმი ღია წერილში მან აღნიშნა, რომ გულგრილი ვერ დარჩებოდა განვითარებული მოვლენებისადმი.

აშშ–ის დედაქალაქში მომხდარი არეულობის ფონზე თანამდებობები დატოვეს ასევე ტრამპის მრჩეველმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში რაიან ტულიმ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ოთხმა თანამშრომელმა. მათ შორისაა პირველი ლედის აპარატის ხელმძღვანელი სტეფანი გრიშემი, პრეს–მდივნის მოადგილე სარა მეტიუსი და საპროტოკოლო საკითხების მდივარი რიკი ნიჩეტა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები