






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - ახალი წლის პირველი კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 44%–ით გაიზარდა. ამის მიზეზი, ბანკების რეკომენდაციითა და წარმოუდგენელი მოგების მიღების მიზნით, მსხვილი და წვრილი ინვესტორების მიერ ფულის ამ ციფრულ ვალუტაში დაბანდება გახდა, წერს Investing.com–ის ანალიტიკოსი ჯეფრი სმიტი.
როგორც ეს სჩვევია ბიტკოინს, რბოლო მალევე შეიცვალა
მკვეთრი ფასდაკლებით, თუმცა ამ ვარდნის მიუხედავად, მალევე გამოჩნდნენ მყიდველები და
ბოლო რამდენიმე თვის მზარდი ტრენდი შეუცვლელი დარჩა. უოლ–სთრითზე ციფრული ვალუტის მხარდამჭერი
საუკეთესო ინვესტორების რაოდენობის ზრდა ამ მომენტში მიანიშნებს, რომ ბიტკოინის ზრდის
იმპულსი არ ფერხდება.
გასულ კვირაში ბანკმა JPMorgan, Citigroup–ის კვალდაკვალ,
კვლევა გამოაქვეყნა, რომელმაც ბიტკოინს წარმოუდგენელი ნომინალური ღირებულება შესძინა,
რაც, ძირითადად, იმას ეყრდნობა, რომ ციფრული ეპოქის ინვესტორებისთვის ის ოქროს ჩაანაცვლებს,
როგორც დანაზოგის შენახვის შესაძლებლობას.
სტრატეგებმა აღნშნეს, რომ ინვესტორები დღემდე ოთხჯერ
მეტად არიან მიბმული ოქროს მონეტებსა და ბირჟებზე წარმოდგენილ პროდუქტებზე. მათი გათვლებით,
ამ ყველაფრის ბიტკოინში გადაყვანა მის ფასს $148 000–მდე გაზრდის.
ბიტკოინის დინჯი მომხრეები შედარებით თავშეკავებული
არიან და არ აქვთ პრეტენცია, რომ დღეს პირველი კრიპტოვალუტა დანაზოგის განთავსებისთვის
საუკეთესო საშუალებაა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს სტატუსი ბიტკოინს საყოველთაო აღიარების
გრძელი გზის ბოლოში ელოდება. ამის შემდეგ კი სკანდალები, რომლებიც მისი შენახვის ხარვეზებს,
ფულის გათეთრებას, მერყევ კურსს და გაუმჭვირვალობას ეხებოდა, შორეულ მოგონებებად დარჩება.
თუმცა, სკეპტიკოსები შეიძლება ფიქრობენ, რომ ბიტკოინი
ჯერ კიდევ ვერ ასრულებს და საერთოდაც ვერ შეასრულებს ფულის ფუნქციას, ვერ იქნება გაცვლისა
და გადახდის ერთეული, მსხვილი მოვაჭრეები არ მიიღებენ მას, ისე როგორც საგადასახადო
ორგანოები.