ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3044        EUR 4.0228        GBP 4.5138        RUB 4.4121        UAH 1.1741        AZN 1.9453        AMD 6.3699      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბურჯანაძემ სოფელს ბოდიში მოუხადა
13 იანვარი, 2021, 16:29
ბურჯანაძემ სოფელს ბოდიში მოუხადა

თბილისი (GBC) - სოფელში მხოლოდ  ღარიბები და გიჟები ცხოვრობენ", - ნინო ბურჯანაძემ  TV პირველს ახსნა-განმარტება მისცა, რომ  ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჭორვილაში ცხოვრების არჩევანი კი არ დაუწუნა, ან სოფელს და სოფლად მცხოვრებს მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ საზოგადოებას მიანიშნა, რომ ივანიშვილი ჭორვილაში იმიტომ არ ცხოვრობს, რომ დიდი პატრიოტია.

პოლიტიკიდან ახლადწასულ, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ჭორვილადან 15 წელი მართლაც არ გაუდგია  ფეხი, თუ ამ წლებში მშობლიური  მხარე დაუტოვია, - ბურჯანაძემ ვიზიტების რაოდენობა ვერ დააკონკრეტა. პარლამენტის ექსთავმჯდომარემ და  პრეზიდენტის მოვალეობის ექსშემსრულებელმა გაიხსენა მხოლოდ წინა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, როცა ბიძინა არვინ მოვა ჩემზედაო მიტივით იჯდა სოფელში. 

ნეტა მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა, - ქვეყნის პრეზიდენტის გამოხმაურებას კი ბურჯანაძე არ გამოეხმაურა.

ეთერში მისი სტუმრობის შემდეგ,  წამყვანმა ივანიშვილის მოტივი  მე-2 სტუმართან, მის თანაგუნდელთან ეკა ბესელიასთან გადაამოწმა. მან 2011 წელი გაიხსნა, როცა მისთვის მოქალაქეობის აღდგენის იურიდიულ პროცედურას აწარმოებდა. მაშინ ჩაუხედავს  პასპორტში და აღმოუჩენია, რომ ივანიშვილი ქვეყნიდან 5 წლის განმავლობაში არ იყო გასული. უკითხავს კიდეც და იმას უთქვამს სხვაგან ვერ ვჩერდებიო. 

ბურჯანაძისგან განსხვავებით, ბესელიას არ გაკვირვებია. აღნიშნა, რომ მასაც უჭირს  საქართველოს გარეშე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები