






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - ელექტროენერგიის 01.01.2021-დან გაძვირებული ტარიფის ფასნამატის 50% გადამამუშავებელ წარმოებას (რძის, ხორცის, წარმოება/გადამუშავება, ფრინველის ხორცის გადამუშავება, ბოსტნეულის მოყვანა, კონსერვირება, ხილის გადამუშავება ...) 12 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირდება.
„იცით,
რომ ქართული წარმოების კვების პროდუქტები დომინირებს ჩვენს ბაზარზე, უპირატესი
მოთხოვნა მოდის სწორედ ადგილობრივი წარმოების
კვების პროდუქტებზე და ფასნამატის ნაწილობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილება
დაიცავს პირველ ნათია თურნავამ.
სუბსიდიით სარგებლობისთვის, მეწარმემ 13-17 იანვრის პერიოდში უნდა წარადგონოს განაცხადი და პასუხს 10 თებერვლამდე მიიღებს https://registration.gov.ge/electricity
სუბსიდირება ვრცელდება; თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება/კონსერვირებაზე; კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება; ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები; ზეთებისა და ცხიმების წარმოება; მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება; რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება; საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება; სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება; პურის წარმოება, არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრების და მისთ. წარმოება; ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება; მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება; შაქრის წარმოება; სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება; ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება; მზა საკვების წარმოება ფერმისა და შინაური ცხოველებისთვის.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 12 თეთრით, „თელასისა „ და „ენერგო პრო
- ჯორჯიას“ აბონენტებისათვის კი 1 კვ/სთ ელექტროენერგიის 3.5 თეთრით დროებითი გაძვირების გადაწყვეტილება სემეკმა 2020-ის მიწურულს მიიღო. გრძელვადიან ტარიფს სემეკი 2021
წლის ივლისამდე დაადგენს.
გაძვირებული დენის საფასური 300 კვტ/სთ -ს მომხმარებელ ფიზიკურ პირს 100%-ით უსუბსიდირდება.