ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რა იცით ქართულ ხამანწკებზე - მარტში მოსავალი იქნება
მარიამ მინაძე
12 თებერვალი, 2021, 19:10
რა იცით ქართულ ხამანწკებზე - მარტში მოსავალი იქნება

თბილისი (GBC) - ქართული ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელი, მარიკულტურა გეორგიას ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა მიქაშავიძე GBC - ს ამცნობს, რომ მოსავალს მარტში, ადრეულ გაზაფხულზე აიღებენ.

კომპანიამ ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც საქართველოში ხამანწკების პოპულაციის აღდგენა იყო, რომელიც მეფის რუსეთის დროს არსებობდა და ინგლისსში დედოფალსაც კი აწვდიდა იმ პერიოდში გამოგონებული მატარებელი მაცივრებით.

ხამანწკების კულტურა სწორედ მაშინ მოიშალა, როდესაც შავ ზღვაში გემებს იაპონური მოლუსკები რაპანა შემოვიდა და რომელმაც შეჭამა „ოსტრეა ედულისი“, იგივე ბრტყელი ხამანწკა და არამხოლოდ ის. რაპანამ მთელი რიგი ეკოლოგიური პრობლემები წარმოშვა, რომელსაც დღემდე ებრძვიან, თუმცა უშედეგოდ. მას არც სხვა წყლის ბინადრები ჭამენ და ვერც მისმა კერძებმა დაიმსახურა საზოგადოების მოწონება, რის გამოც მათი რაოდენობა შავ ზღვაში საკმაოდ გაზრდილია.

მიუხედავად ამისა, მიქაშავიძე ქართული ზღვის პროდუქტების განვითარებით უკვე რამდნეიმე წელია დაკავდა და ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც შექმნა და მოაწყო. ქართული ხამანწკებისა და მიდიების აკვა ფერმაში, რომელიც კვარიათშია, წარმოების სრულ ციკლში ერთადერთი რაც აკლია, სპეციალური გემია, რითიც მიდიებისა და ხამანწკების მოკრეფას მასიურად, ნაკლები დანახარჯითა და დანაკარგით მოახერხებდა (გემის გარეშე დანაკარგი დაახლოებით 20-30%-ია). სწორედ გემია იმის წინაპირობა, რომ მიქაშავიძემ მაღალი მოთხოვნა გაზრდილი წარმოებით დააკმაყოფილოს.

სპეციალური გემი, რომელიც ახარისხებს და ასუფთავებს მიდიებსა და ხამანწკებს და რომელიც სავარაუდოდ, იტალიაში უნდა შეიძინონ 150-300 ათასის ფარგლებში ღირს (ფასი დამოკიდებულია ზომაზე 12-18 მეტრამდე). მისი საშუალებით კომპანია აკვა ფერმის მიერ დღეს ათვისებული 1 ჰა ტერიტორიის გაზრდას მოახერხებს, სადაც მხოლოდ 15-20 ტონის წარმოება შეუძლია. ასათვისებელი ტერიტორია მათთვის გადაცემულ კიდევ ზღვის 69 ჰა-ს შეადგენს.

მოთხოვნა დიდია, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანიდან, ჰონგ-კონგიდან, გერმანიიდან. მიზეზი - ნაკლებ მარილიანობაა.

მიქაშავიძეს ამ მიმართულებით პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს იმედი აქვს, სადაც აქამდე მცურავ საშუალებებს არ აფინანსებდნენ. ამ მიმართულებით, მისთვის მნიშვნელოვანია კვარიათში შესაბამისი ნავსაყუდელის არსებობაც.

კრასოსტრეა გიგასი (იგივე Pacific Oyster და გიგანტური ხამანწკა), რომელიც მიქაშავიძემ საფრანგეთიდან ჩამოიყვანა, მსოფლიოში ყველაზე მეტად წარმოებული ხამანწკაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში. მოტკბო არომატის მქონე ხამანწკას ზრდასრულ ასაკამდე მისაღწევად 2-3 წელი სჭირდება.

„კრასოსტრეა გიგასი“ შედარებით დიდი ზომის ხამანწკაა, ამიტომ მას უმად არ მიირთმევენ. მისი მომზადება შესაძლებელია ორთქლზე, გრილზე, ტაფაზე შემწვარი, დამარინადებული სახით ან შებოლილი. ხშირად მათ თევზის წვნიანსა და სუპებს უმატებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხამანწკის ეს სახეობა უფრო მარილიან წყალში იზრდება, სადაც მარილიანობა დაახლოებით 35%-ია, მამუკა მიქაშავიძემ საფრანგეთიდან შემოყვანილი ხამანწკები ქართულ პირობებს შეაგუა და მისი გაზრდა შავ ზღვაშიც მოახერხა, სადაც მარილიანობა 18-19%-ია. 

მიქაშავიძე აკვა ფერმის ბუნებრივ და ხელოვნურ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ შტორმთან ერთად, ხშირია ბრაკონიერობის შემთხვევები.

ამჯერად ამ პრობლემას მანათობელი ტივტივებით ებრძვის. ტერიტორია უკვე ორი მხრიდანაა მანათობელი ტივტივებით შემოსაზღვრული, დაყენდება კიდევ ორი. ოთხი მხრიდან მანათობელი ტივტივებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესული გემი 50,000 ლარით დაჯარიმდება.

კოვიდის პერიოდში ხამანწკების ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, ერთი წელი ჩავარდა, თუმცა არსებულები იზრდებოდნენ.

პანდემიამდელ პერიოდში აკვა ფერმა ცოცხალი ზღვის პროდუქტებით 5*-იან სასტუმროებსაც ამარაგებდა, მათ შორის აჭარა ჯგუფში შემავალ „სტამბას“ და „პარაგრაფს“, ასევე „ანდროპოვის ყურებს“ და ა.შ. „ძირითადად მათ, ვისაც უცხოელი შეფ მზარეულები ჰყავთ და ამ პროდუქტის ფასი იციან.“

გარდა ხამანწკებისა, „მარიკულტურა გეორგია“ წელს 20-30 ტონამდე მიდიებს ელოდება. სპეციალური ბადეების სიგძე რაზეც ისინი გაიზარდნენ, 1000 მეტრია.

მიდიების რალიზაციას ორ ბაზაზე, თბილისსა და ბათუმში ახდენენ.  მიქაშავიძემ ყველა პირობა შექმნა თბილისში იმისთვის, რომ მიდიები 6-7 თვე ცოცხლად შეინახონ. მოაწყო სპეციალური თერმული ბასეინები სადაც ტემპერატურული რეჟიმი 9-10 გრადუსამდეა შენარჩუნებული და სადაც 10 ტონამდე მიდიის ცოცხლად შენახვაა შესაძლებელი.  

როგორც წესი, მაისში მოსავლის აღება იწყება და სეზონი სექტემბერ-ოქტომბრამდე გრძელდება. შემდგომ კი მიდიები გამრავლებას იწყებენ. შესაბამისად, აქამდე, დანარჩენი პერიოდისთვის მიდიებს გაყინულ მდგომარეობაში ინახავდნენ. 

აკვა ფერმის განვითარებისთვის მიქაშავიძემ 1.5 მილიონი ლარი უკვე დახარჯა.

კომპანია პროდუტს შოკური გაყიდვის მეთოდითაც ყინავს და პროდუქცია გაყინულ მდგომარეობაში ევროპროდუქტში და სპარშია წარმოდგენილი. მოთხოვნა აქვს გასტრონომსაც.

ფასები სეზონურობის მიხედვით ცვალებადია, საშუალოდ კი მიდიის ფასი $2-3 -ია, ხოლო ცალი ხამანწკის ფასი კი $4 (კგ-ში 11-15 ცალია).

„შეიძლება ჩვენ გავხდეთ მიდიების და ხამანწკების მწარმოებელი ქვეყანა. უბრალოდ ამას განვითარება და მხარდაჭერა სჭირდება“, - აცხადებს მამუკა მიქაშავიძე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები