ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.426        EUR 4.0646        GBP 4.7108        RUB 4.4399        UAH 1.2265        AZN 2.0183        AMD 6.3569      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი ძვირდება - სად არის ყველაზე ძვირი საწვავი?
16 თებერვალი, 2021, 01:27
ნავთობი ძვირდება - სად არის ყველაზე ძვირი საწვავი?

თბილისი (GBC) - სავაჭრო ბირჟებზე ნავთობი ძვირდება და მან გასულ კვირას პირველად პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 60 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,17  ევროს/ლიტრაზე.ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.


კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,78  ევროს, დიზელის საწვავი - 1,45 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,56 ევროს,  A-98 მარკის ბენზინი - 1,66 ევროს, დიზელის საწვავი - 1,47  ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,59 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1,39 ევროს; 


ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,53 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი - 0,59 ევრო, დიზელის საწვავი - 0,54 ევროს.


ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:სომხეთში - 1 ლიტრი  A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,61 ევროს, A- 98 მარკის  ბენზინი - 0,67 ევროს , დიზელის საწვავი - 0,57 ევროს;


აზერბაიჯანში - A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი - 0,68 ევროს; დიზელის საწვავი - 0,39 ევროს; უკრაინაში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 0,80 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 0,84 ევროს, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს;თურქეთში - A-95  მარკის  ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98  მარკის ბენზინი - 0,91 ევროს, დიზელის საწვავი - 0,77 ევროს;მოლდავეთში - A-95  მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები