ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მაგთი ბაზრის ლიდერია
17 თებერვალი, 2021, 17:13
მაგთი ბაზრის ლიდერია

თბილისი (GBC) - მაგთის შემოსავალი 33 მლნ ლარია, სილქნეტის ₾24.6 მლნ, თუმცა სილქნეტს მაგთიზე მეტი კორპორატიული მომხმარებელი ჰყავს  

ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა წლიურად 43 000 -ით გაზრდილია. კომუნიკაციების კომისიის ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის სტატისტიკით. მომხარებლის რაოდენობა, Q4/2020 -ის მონაცემებით, 985 000 -მდე გაზრდილია. 

ოპერატორების შემოსავლებმა წლის ბოლო კვარტალში 2 მლნ ლარით მოიმატა, 70.9 მლნ ლარამდე.

 აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით :

მაგთიკომი - 48%

სილქნეტი - 31%

ახალი ქსელების ჯგუფი - 6%

შემოსავლებითაც მაგთი ლიდერობს, Q4/2020-ში 33.1 მლნ ლარის შემოსავლით. მე-2-ა სილქნეტი - 24.6 მლნ ლარით. მაგთის შემოსავლები წლიურად 2%-ით გაიზარდა, სილქნეტის კი 1%-ით.

იურიდიული აბონენტებისგან მიღებული შემოსავლით სილქნეტი ბაზრის ლიდერობას ართმევს მაგთის. კერძოდ, სილქნეტზე ბაზრის 43.8% მოდის, ხოლო მაგთიზე 36.3%. იურიდიული პირებისგან მიღებული შემოსავალი შეუმცირდა როგორც მაგთის ისე სილქნეტს. მაგთის შემთხვევაში ვარდნა 13%-ია, სილქნეტის შემთხვევაში კი 1%.

იურიდიული პირი აბონენტების ARPU (საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) დიდად აღემატება ფიზიკური პირი აბონენტების ამ მაჩვენებელს. ფიზიკური პირების ARPU 18.1 ლარს შეადგენს, ფიზიკურის კი 140 ლარს.

ფიზიკური პირი აბონენტებისთვის პროვაიდერების მიერ შეთავაზებული აქციების და კომბინაციური შეთავაზებების გამო ARPU-ს მაჩვენებელი ბევრად დაბალია სტანდარტულ ფასებთან შედარებით.

ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა ჯამურად ტექნოლოგიების მიხედვით პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: FTTx - 84% xDSL - 3% Wi-Fi - 11% Fixed LTE - 2%.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები