ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.426        EUR 4.0646        GBP 4.7108        RUB 4.4399        UAH 1.2265        AZN 2.0183        AMD 6.3569      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-YELO Bank-ის გარიგება ჩაიშალა
მარიამ მინაძე
19 თებერვალი, 2021, 16:23
TBC-YELO Bank-ის გარიგება ჩაიშალა

თბილისი (GBC) –TBC Bank Group-ისა და  Yelo Bank-ის (ყოფილი Nikoil Bank) შეთანხმება ვერ შედგა. TBC Bank -ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, აზერბაიჯანის მარეგულირებლის მხრიდან დასტურის მოლოდინში, TBC-სა და Yelo Bank-ს შორის გაფორმებულ აქციონერის ხელშეკრულებას ვადა 2020 წლის ბოლოს გაუვიდა, იქამდე ვიდრე TBC Kredit-ისა და Yelo Bank-ის შერწყმა განხორციელდებოდა.

მხარეები დასტურს ორ წელზე მეტ ხანს ელოდნენ, ამასობაში კი სხვა პრიორიტეტები და გამოწვევები გამოჩნდა, მათ შორის შიდა  და გარე, უზბეკეთის ბაზარზე, რის გამოც TBC-სთვის აზერბაიჯანის ბაზარმა მიმზიდველობა დაკარგა.

ბუცხრიკიძის განცხადებით, TBC Kredit ძველებურად გააგრძელებს მუშაობას და მათი საერთაშორისო გაფართოების ძალისხმევა ორიენტირებული იქნება უზბეკეთის ბაზარზე, სადაც საბანკო ლიცენზია გასული წლის აპრილში მიიღეს, ხოლო ოქტომბერში TBC UZ-ის სახელით თავიანთი სერვისები ფართო აუდიტორიისთვის გაუშვეს.

აზერბაიჯანში არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტი TBC Kredit -ი 100%-ით TBC Bank Group - ის მფლობელობაშია. მისი აქტივების ღირებულება 18 მილიონ ლარს უტოლდება, რაც ჯგუფში 0.08%-იან წილს უდრის.  

TBC ბანკმა მაშინდელი Nikoil Bank-ის წილის შეძენაზე ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში განაცხადა. კერძოდ, TBC Kredit- Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი უნდა გამხდარიყო, მომდევნო 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil-ში საკუთარი წილის გაზრდას 50%- +1%-ის პრინციპით გეგმავდა.

TBC Bank-მა და Yelo Bank-მა ხელშეკრულება 2019 წლის იანვარში  გააფორმეს,  TBC Kredit-ის Yelo Bank-თან (საერთო კაპიტალი 57 მლნ მანეთი / ზარალი 39.7 მილიონი მანეთი / 31.12.2020) გაერთიანებაზე. ხელშეკრულების მიუხედავად, TBC Yelo-ს აქციონერებში არც კი დაფიქსირებულა.

ხოლო, შეთანხმების ჩაშლის მიუხედავად, Yelo Bank-ის ბორდში ნიკოლოზ ენუქიძე მაინც ფიქსირდება.  ის Yelo-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენი ინფორმაციით TBC-ში პოზიციების დათმობის მიუხედავად ის Yelo-ში დაკავებულ პოსტებს შეინარჩუნებს.

მან TBC PLC-ის საბჭოს და TBC Bank-ის ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის თანამდებობა  წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამის უფლება მას სებ-ის კორპორატიული მართვის კოდექსში შესული ცვლილებები უზღუდავს.

Yelo Bank-ის 96.02%-ს Topaz İnvetment Limited MMC ფლობს, 3.89%-ს ფიზიკური პირი, ხოლო 0.09%-ს კი İSR Holdinq MMC (31/12/2020).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები