ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში საწვავის ფასი მოიმატებს - 2020/2021 გამოწვევები და მოლოდინები
მარიამ მინაძე
22 თებერვალი, 2021, 14:34
საქართველოში საწვავის ფასი მოიმატებს - 2020/2021 გამოწვევები და მოლოდინები

თბილისი (GBC) - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2020 წელს ავტოსაგზაო მოძრაობის სრული აკრძალვა გარკვეული პერიოდი მოქმედებდა და კომენდანტის საათი ახლაც აქტიურია, 2020 წლის განმავლობაში ქვეყენაში 2019 წელთან შედარებით თითქმის უცვლელია ბენზინის (-0.7%) და დიზელის  (+2.5%) იმპორტი.  

ამასთან დაკავშირებით, ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი GBC-სთან ინდუქსტრიის 2020 წელს აჯამებს და 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს.

მისი განცხადებით, 2020 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით. ამ მიმართულებით მთვრალაშვილის განცხადებით, უმთავრესი, რა თქმა უნდა, პანდემია COVID-19-ია.

2020  წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულმა სხვადასხვა სახის შეზღუდვებმა მისი თქმით, ბუნებრივად გამოიწვია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა, რამაც მოახდინა საწვავის მოხმარების შემცირება და შესაბამისად, საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის კლება საშუალოდ 10-15%-ით.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლის ზრდას, ეს მთვრალაშვილის განმარტებით ნაწილობრივ დაკავშირებული იყო გაზაფხულის პერიოდში  S&P Global Platts-ის მიხედვით  საერთაშორისო ფასების  მნიშვნელოვანი კლებიდან გამომდინარე პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნასთან.

თუმცა უნდა აღინიშნოს ასევე, რომ  იმპორტის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდასთან, რაც თავის მხრივ მისი თქმით უკავშირდება შემდეგს: სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამა; საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატება (2020 წლის განმავლობაში გაზრდილია  5,7%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.) მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში მნიშვნელოვნადაა შეზღუდული შესაბამისი სტრუქტურების მიერ აღურიცხავი და კონტრაბანდული დიზელის საწვავის რეალიზება; ქვეყანაში დიდი მოცულობით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება;

მისი თქმით, კომპანიების მარაგები ძირითადად 20-40 დღე არის, რომელიც სწორედაც უზრუნველყოფს, რომ ფასების მყისიერი მატება არ მოხდეს ადგილობრივ საცალო ქსელში. თუმცა ჩვენ მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და სამწუხაროდ საერთაშორისო ფასების ზრდა ყოველთვის მტკივნეულად ისახება პირველ რიგშიროგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელის ფასებზე.

მთვრალაშვილის განცხადებით, წლის დასაწყისიდან საერთაშორისო ფასები  S&P Global Platts-ის მიხედვით გაზრდილია ბენზინზე -126$-ით/ტონაზე ; დიზელის საწვავზე 95$-ით/ ტონაზე.

აქედან გამომდინარე  საცალო ქსელშიც ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია საშუალოდ 15 თეთრით ლიტრაზე და ფასების ზრდა სამწუხაროდ, უახლოეს პერიოდში კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება მოლოდინებს, მთვრალაშვილი ამბობს, რომ პროგნოზებთან დაკავშირებით ძალიან რთულია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში კვლავინდებურად მძვინვარებს ეპიდემია და აქედან გამომდინარე დაზუსტებით ვერავინ ვერ საუბრობს ნავთობის  სამომავლო ფასებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების სექტორში დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, მოხდა მისი იმპორტის კლება, რაც დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. 2020 წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით ანუ 44,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.

„2020 წელი ყველა კომპანიისათვის, მათ შორის ნავთობკომპანიებისათვის საკმაოდ რთული იყო. წლის სხვადასხვა პერიოდში დაწესებული ლოქდაუნებისა და შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარე ეტპაზე ვრცელდება, მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთობპროდუქტების მოხმარება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართულებით, რომელიც არასტაბილურობით, არაპროგნოზირებადობით გამოირჩეოდა და წლის განმავლობაში ძირითადად უფასურდებოდა.

რაც შეეხება შეღავათს, ნავთობპროდუქტების სფეროს შეეხო საშემოსავლო გადასახადთან დაწესებული შეღავათი, რომელიც კომპანიებისათვის მართლაც მნიშვნელოვანი შეღავათი იყო“.

მთვრალაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში 2020 წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება, მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების მიერ.

დღეისათვის საქართველოში 1200- ზე მეტი ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები