ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
ციფრული ხელოვნების ნიმუშები კრისტის აუქციონზე გაიყიდება
25 თებერვალი, 2021, 13:18
ციფრული ხელოვნების ნიმუშები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

თბილისი (GBC) - კრისტის აუქციონზე დღეს, 25 თებერვალს, პირველად იქნება გასაყიდად წარმოდგენილი ციფრული ხელოვნების ნიმუშები, რაც აუქციონებზე ისტორიაში არასოდეს მომხდარა. არტ–ობიექტის შეძენა კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი.

ციფრული მხატვარი ბიპლის სახელით ცნობილმა მაიკ ვინკელმანმა 2007 წლის 1–ელ მაისს ინტერნეტში ხელოვნების ნიმუში ატვირთა. მან მეორე დღესაც იგივე გააკეთა, მესამე დღესაც და დღემდე, 13,5 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ტვირთავს ციფრულ ფოტოკადრებს. მან თავის პროექტს „ყოველდღე“ უწოდა. ვინკელმანმა თავის 5 000 კადრს ციფრული ხელოვნების ისტორიაში უნიკალურ ნაშრომში EVERYDAYS: THE FIRST 5000 DAYS მოუყარა თავი და სწორედ ამ ნამუშევარს წარმოადგენს დღეს კრისტის აუქციონი გასაყიდად. რა თქმა უნდა, ვაჭრობაში გამარჯვებული ლოტს სახლში ვერ წაიღებს – ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული მეთოდით. ხელოვნების ნიმუში მას ბლოკჩეინის გამოყენებით გაეგზავნება. ციფრული ხელოვნების ნიმუშის სასტარტო ფასია $100–ის ეკვივალენტი კრიპტოვალუტაში ეთერიუმი.

ბიპლი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული მხატვარია, ის ვიდეოპროდუქციასაც ქმნიდა. ის გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნიდა ისეთი ცნობილი ადამიანებისთვის, როგორიცაა ჯასტინ ბიბერი. ასევე მუშაობდა ბრენდებისთვის Apple და Nike. თავისი ნამუშევრებით ბიპლმა მილიონობით დოლარი გამოიმუშავა. მაგალითად, დეკემბერში მისი 20 ნამუშევრისგან შემდგარი კოლექცია $3,5 მლნ–დ სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები