GE EN
სხვა სიახლეები
ცენტრალური ბანკები განაკვეთს ამცირებენ

პირველი იყო შვეიცარია, რეფინანსირების განაკვეთის 1.5%-მდე დაწევით (25 საბაზისო პუნქტით). ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის 2.5 წლიანი კამპანია  დადებითად შეაფასა, რომლის ეფექტი -თებერვლის 1.2%-იანი ინფლაცია გახდა შერბილების განმსაზღვრელიუკვე რამდენიმე თვეა ინფლაცია 2%-ზე დაბლა ნარჩუნდება. SNB წელს ინფლაციას საშუალოდ 1.4%-ს ნიშნულზე გასვლას ელოდება, გლობალური ეკონომიკა ზომერ ზრდას შეინარჩნებს, შემდეგ კვარტლებშიც.ECB-ს პრეზიდენტს დაანონსებული აქვს შემცირება ივნისისთვის, თუ ინფლაცია და ხელფასების მონაცემები მის პროგნოზებთან შესაბამისობაში დარჩება. ამ დროისთვის საბაზისო განაკვეთის 4.5%-ია. პოლიტიკა შეარბილა უნგრეთმაც, გასულ კვირას, განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა. იქაური მთავრობა ვერ თანხმდება, განაკვეთის შემცირებით  ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების წახალისება ჯობს, თუუნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-ს  მიუახლოვდეს. მისი პროგნოზით 2025-ში გაუტოლდება. მოულოდნელი იყო შრი-ლანკის ცენტრალურის ბანკის წინა კვირის გადაწყვეტილება, 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე  განაკვეთის შემცირების, რამაც მოლოდინები გააუმჯობესა და შერბილების პერსპექტივა გააჩინა.ამასთან აღინიშნა ფრთხილად შერბილებაზე, შესაბამისად შენარჩუნდება მკაცრი პოლიტიკა, რადგან არსებული პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე შუალედში 12-დან 18 თვემდე პერიოდში შენარჩუნდება.ჩვენ რეგიონში, სებ-ის შემდეგ, 28 მარტს განაკვეთი აზერბაიჯანმა შეამცირა, 7,75%–დან 7,5%–მდე. როგორც იცით, სებ-მა, მპკ-ს 13 მარტს  ხხდომაზე, განაკვეთი, ერთბაშად, 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა. 

1711714920

კობახიძეს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების იმედი აქვს

„მე ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ამ წლის ბოლოს, დარწმუნებული ვარ, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გამომდინარე ეკონომიკური ზრდიდან, გვექნება ეკონომიკური წინსვლა", - განაცხადა პრემიერმა.

1711714437

ნაკრების თამაშებზე გერმანიის საგზურების ფასები ერთ ადამიანზე 5000 ლარს...

Georgian Airways გერმანიაში, „EURO-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. Georgian Airways–ის წარმომადგენელმა გვითხრეს, რომ ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით (2 გზა) 1550 ლარი იქნება.„პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.Just.fly-ის წარმომადგენლების თქმით, ევრო–2024–ის პერიოდისთვის გერმანიაში სასტუმროებს ფასებიც გაიზარდა და ერთი ადამიანისთვის ჩაფრენა და შემდეგ უკან დაბრუნება, (თამაშის ბილეთის ღირებულების გარდა)  3990 ლარი ჯდება, რაც შეეხება „DESTINY TRAVEL“-ს, კომპანიაში აცხადებენ, რომ სამივე თამაშზე დასწრება სულ მცირე 5000 ლარი ეღირება.ტურისტული კომპანია Turebi.ge პირდაპირ ფრენებს დორტმუნდის მიმართულებით ამ დროისთვის არ ყიდის და სტამბოლის გავლით აქვს შეთავაზებები გულშემატკივრებისთვის. ამ კომპანიაში ერთ ადამიანის მგზავრობა საქართველოს ნაკრების თამაშის დღეებში (ორი გზა) 1170 ლარი ღირს.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის (18 ივნისს), ჩეხეთის (22 ივნისს) და პორტუგალიის ნაკრებებს (26 ივნისს) დაუპირისპირდება.თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი, 18 ივნისი)ჩეხეთი – საქართველო (ჰამბურგი, 22 ივნისი)პორტუგალია – საქართველო (გელზენკირხენი, 26 ივნისი)

1711713635

Forbes: ნაპოლიმ კვარაცხელიას შესაძლოა ხელფასი გაუსამმაგოს

„La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, კვარაცხელიამ კონტრაქტი შესაძლოა ზაფხულში გააგრძელოს. ვინაიდან ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში დატოვებს კლუბს, პრეზიდენტი დე ლაურენტისმა იცის, რომ ვერ შეძლებს იგივე სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ ერთ ძვირფასს აქტივს დაემშვიდობოს და ამიტომ ახალ გარიგებაზე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. დღეისათვის ნაპოლში კვარაცხელიას წლიური ხელფასი $1,6 მილიონს შეადგენს და ეს შეიძლება $4,8 მილიონამდე გაიზარდოს, თუ კონტრაქტს გააგრძელებს“, – წერს Forbes.კვარაცხელიას ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია შეთანხმების კიდევ 1–2 წლით გახანგრძლივება.ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში 2022 წელს გადავიდა. კლუბში მან 61 მატჩი ითამაშა და ჯამში 22 გოლი გაიტანა.

1711710028

პოლონეთის პრემიერმა „ომისწინა ეპოქის“ დადგომის შესახებ განაცხადა

„ვიცი, ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ახალი ეპოქის დადგომას უნდა შევეგუოთ – ომისწინა ეპოქის. არ ვაჭარბებ. დღითი დღე ეს სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, – თქვა ტუსკმა.მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2009 წელს აცხადებდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ მაშინ „ხალხმა მხრები აიჩეჩა: რა თქმა უნდა, პოლონელია, რუსოფობი“, მაგრამ დღეს ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი მიდგომები იცვლება.ტუსკმა ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩესის ბოლოდროინდელი განცხადებაც გაიხსენა, რომელიც სიტყვა „ომის“ ხსენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა პოლიტიკოსებს, რათა ადამიანები აბსტრაქტული სიტყვებით არ შეწუხდნენ. „მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემ ნაწილში ომი აბსტრაქცია აღარ არის და ჩვენი ვალია არა განხილვა, არამედ მოქმედება და მზადება თავდაცვისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

1711708390

Moody’s-მა ტოპ 3 ქართულ ბანკს პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გა...

Moody's-მა ასევე გააუმჯობესა საბაზისო საკრედიტო შეფასება (BCA) და დააკორექტირა BCA საქართველოს ბანკისთვის და თიბისი ბანკისთვის ba3-დან ba2-მდე, გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის რეიტინგი (CRR) აღნიშნული ორი ბანკისთვის Ba2-დან Ba1-მდე და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (CR შეფასებები) კი Ba1(cr)-მდე Ba2(cr)-დან.სააგენტომ ასევე დაადასტურა Liberty Bank-ის BCA და B1-ის კორექტირებული BCA, Ba2(cr)-ის გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის შეფასება (Counterparty Risk Assessment) და Ba2-ის გრძელვადიანი CRR. Moody's-მა ასევე დაადასტურა თიბისი ბანკის არაუზრუნველყოფილი რეიტინგი Ba2-ზე და შეცვალა პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე.სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, BCA-ს განახლება და რეიტინგის დადასტურება ასახავს ქართული ბანკების მდგრადობას ეკონომიკური ციკლის განმავლობაში, მომგებიანობის მუდმივ გაუმჯობესებას და კაპიტალის უფრო მაღალ დონეებს, რაც აქტივების მაღალ რისკებს აბალანსებს, რომლებიც ბანკების მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ საბაზრო სახსრებზე დამოკიდებულებას აუმჯობესებს.არაუზრუნველყოფილი და გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგების სტაბილური პერსპექტივა ასახავს სააგენტოს მოლოდინს, რომ სამივე ბანკი ძლიერი მომგებიანობით ისარგებლებს, რომელიც განაგრძობს კაპიტალიზაციის მხარდაჭერას კარგი ლიკვიდობის შენარჩუნებისას. ასევე პერსპექტივა Moody's-ის შეფასებებს ასახავს, რომლითაც საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა და  და მისი პერსპექტივა 2024 წლის 26 მარტს უარყოფითიდან სტაბილურამდე გაზარდა. 

1711707122