






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი (GBC) - ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ტელეფონით ესაუბრა, ვაქცინის პირველი დოზების შემოტანის დაჩქარებაზე.
ყურადღება გამახვილდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების მნიშვნელობაზე, რათა ამ კუთხით ყველა სახელმწიფომ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.
პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობაზე, პანდემიის გარდა სხვა მიმართულებებითაც.