ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩვენ ძალა ნება და მიზანი გვაქვს - მელია
26 თებერვალი, 2021, 14:21
 ჩვენ ძალა ნება და მიზანი გვაქვს - მელია

თბილისი (GBC) - მიხარია რომ ერთად ვართ არ ვნებდებით. ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვებაა -  ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან აქცია, ნიკა მელიას ციხიდან მოწერილი წერილით გახსნა. "ჩვენ ძალა ნება და მიზანი გვაქვს. ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლება არ იყიდება, უნდა მოიპოვო, - წერს პარტიის ( "ნაციონალური მოძრაობ") თავმჯდომარე.

მმართველი პარტიის ლიდერები რიტორიკას ჯერ არ ცვლიან.  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "საზმაუზე" განაცხადა, რომ მელიას ლოგიკა მისთვის კვლავ გაუგებარია. მიზანი კი გასაგები, რომ მელიას მოქმედება სამრთლებრივ ჩარჩოდან არის გასული და მხოლოდ პროვოკაციებს ემსახურება, რომ საქმე სანუკვარ მიზნამდე, რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს.

ნიკოლოზ სამხარაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო პარტნიორებიც იმიტომ არიან შეშფოთებულნი, რომ ვერ  დაიყოლიეს პარლამენტში შესვლაზე და ფასილიტატორებმაც გასული პერიოდის მოლაპარაკებები ბოლო რაუნდამდე ამიტომაც ვერ მიიყვანეს. 

"ოპოზიციური პარტიის ლიდერი კანონს რომ უგულებელყოფს, საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას ამის გამო გამოთქვამენ, ასევე გვაფრთხილებენ პროვოკაციებზე და პროვოკაციაა ისიც, სამაუჯურს რომ იხსნი და ისვრი", -  სამხარაძე პროკურატურის სამართლიანობაში, მელიას ბოლო განცხადების სემდეგ უფრო დარწნუნდა, სადაც ოპოზიცინერი ამბობს, რომ 16 თვე კანონს ემორჩილებოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე გლდანის ოლქში დაძაბულობის გამო აღარ ემორჩილება.

მმართველი ძალის მხრიდან, სიტუაციის განსამუხტი ნაბიჯების გადადმაზე, ჟურნალისტის კითხვას სამხარაძემ უპასუხა, რომ ჯერ ფასილიტატორ ელჩების მოქმედებას დაელოდებიან.

საპროტესტო მარში  14:30 სთ-სთვის (26/02/2021) კანცელარიისკენ ინაცვლებს.  ოპოზიციის სამოქმედო გეგმით, აქტივობები 5/03-დამ 13 მარტამდეა დაგეგმილი, მათ შორის  შსს-სთან, სასამართლოსთან და კანცელარიასთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები