






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე ფაიზერის ვაქცინის დაგვიანებაში სამინისტროს ბრალეულობა უარყო. თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრომ აპლიკაციის შევსება იცის. დაგვიანების მიზეზი, კოვაქსისგან დამატებითი ფინანსური გადაზღვევა იყო. დაგვიანება არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას. უახლოეს დღეებში ელოდებიან პლატფორმასთან და მწარმოებელთან სატელეფონო კონსულტაციას, რომლის გარეშე ვაქცინა არ შემოვა.
თამარ გაბუნიამ ვაქცინის შემოტანის პროცედურა აღწერა, მოსამზადებელი ეტაპიდან, 8 ოქტომბრიდან, როცა ქვეყანამ $5.3 მლნ გადაიხადა. 29 000 ერთეულ პირველი დოზებისთვის, მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად.
ქვეყანამ გეგმა 21 იანვარს დაამტკიცა. გაბუნიამ ასევე აღნიშნა ასტრა ზენეკას დამატებით 180 000 - 300 000 დოზამდე მიღების შესახებ. . ასტრა ზენეკასთან შეთანხმება დასკვნით ეტაპზეა. მოლაპარაკება ფინანსურ შეთანხმებამდეა მისული, რაც ჯერ ფაიზერთან არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის ვერსია გაბუნიამ უარყო.
ბოლო 24 სთ-ში ინფიცირების160 ახალი შემთხვევაა და 10 გარდაცვლილი.