ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
"ნამახვანის ინვესტორს მიწას არავინ გამოაცლის" - მინისტრი
5 მარტი, 2021, 17:28
ნამახვანის ინვესტორს მიწას არავინ გამოაცლის - მინისტრი

თბილისი (GBC) - ვერცერთი უცხოელი მიწას არ მოიკიდებს და თან ვერ წასიღებს - ნათია თურნავა  ეკონომიკისა მინისტრმა ცაგერში „ნამახვანი ჰესის" პროექტით დაინტერესებულ საზოგადოებას ინვესტორისთვის მიწის გადაცემის საკითხები განუმარტა და კითხვებს უპასუხა. უთხრა, რომ მიწა უპირობოდ არ გაიცემა.თუ ინვესტორი ხელშეკრულებით გაწერილ რომელიმე პირობას არ შეასრულებს, მათ შორის (სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებში გათვალისწინებულს, სახელმწიფოს მისი პასუხისმგებლობის საკითხს სრული უფლებამოსილებით დააყენებს.

ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით. მინისტრს დეტალურადაღ არ ჩაუშლია ინვესტორის გაწვევის შემდეგ შემცვლელის მოწვევის საკითხები. აქვს თუ არა საქართველოს  ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტის პირობებში, ინფერასტრუქტურული პროექტების გაჭიანურების დრო.  ანაკლიის პორტის არ იყოს, რაზეც დღეს ეკონომიკის მინისტრი სინანულს გამოთქვამს (მიუხედევად იმისა, რომ მისი თქმით პროექტის ჩამშლელი  ინვესტორი იყო). 


„მაგრამ თუ ინვესტორი პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს, რა თქმა უნდა, ის ამ მიწაზე თავისუფლად დახარჯავს საკუთარ სახსრებს, ააშენებს სადგურს და დაასაქმებს ხალხს. არცერთი ინვესტორი, გარანტიის გარეშე, რომ მიწას, რაზეც აშენებს და ხარჯავს ფულს, მას არავინ გამოაცლის უმიზეზოდ, დარღვევის გარეშე, ინვესტიციას არ ჩადებს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მინისტრმა ინვესტორითვის რიონის ხეობის მთლიანად გადაცემის ვერსია უარყო. "არცერთი ინვესტორი არ შემოვა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უმეტესე, $800 მლნ -ზე მეტის ინვესტირებისას. „ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა.  ჰესის აშენდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.


 კითხვის საპასუხოდ მინისტრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა ინვესტორის უფლება-მოვალეობები, რომ მიწა სხვა დანიშნულებით ვერ გამოიყენებენ.  „ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის. არსებობს მკაფიო პროცედურა, რაც ხელშეკრულების დანართშია გაწერილი, როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის აუცილებლობა და პროექტთან კავშირი ინვესტორმა, რომ სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ეს მიწა ამ პროექტს ნამდვილად სჭირდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მეტი>http://gbc.ge/index.php?newsid=118378

        http://gbc.ge/index.php?newsid=118368

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები