ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიცე-პრემიერმა სსფ-ს სტაბილური ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება აღუთქვა
6 მარტი, 2021, 11:13
ვიცე-პრემიერმა სსფ-ს სტაბილური ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება აღუთქვა

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიცდაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამისდასრულებამდე  ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას დაესწრნენ სსფ-ის მისიის ყოფილი ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც უკვე დაასრულა საქმიანობა, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.

 

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამისმიმდინარეობა, ყურადღება გამახვილდა 2021 წლის ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

 

როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, დაახლოებით, 4,3% იქნება. ამასთან, აღინიშნა, რომ საჭიროა ხელისუფლებამ გააგრძელოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და შეინარჩუნოს სტაბილური ფისკალური პოლიტიკა.

 

ვიცე-პრემიერმა სსფ-ის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის

 

მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ    საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესში.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები