






USD | 3.4363 |
EUR | 4.1187 |
GBP | 4.7380 |
TRY | 0.4265 |

თბილისი ( GBC) -„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ M2 ტიპის 8 მეტრიანი 400 ერთეული ავტობუსის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად ავტობუსები ლურჯი ფერის ე.წ. "მეტალიკი"და 2021 წელს გამოშვებული უნდა იყოს. გარდა ამისა, ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდინცირება და გათბობა. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუვნელყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. აგრეთვე კონდინცირების სისტემა უნდა უზრუვნელყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარგადანაწილებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 36 მილიონი ლარია. წინადადებების მიღება სატენდერო პირობების თანახმად 29 აპრილს იწყება და 4 მაიის მთავრდება. ტენნდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია შემსყიდველს პროდიქცია,ანუ ავტობუსები 180 დღის ვადაში მიაწოდოს.