ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4363        EUR 4.1187        GBP 4.738        RUB 4.5355        UAH 1.228        AZN 2.0193        AMD 6.5893      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
„ინვესტიცია სტარტაპებში“ - თიბისი კონცეპტისn პანელური დისკუსია
7 აპრილი, 2021, 10:56
„ინვესტიცია სტარტაპებში“ - თიბისი კონცეპტისn პანელური დისკუსია

თბილისი (GBC) - „ინვესტიცია სტარტაპებში“ – BTU-ს, პროგრამა „სტარტაპერისა“ და თიბისი კაპიტალის პანელური დისკუსია თიბისი კონცეპტის შეხვედრების ფარგლებში

 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ და თიბისი კაპიტალი, კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, სტარტაპებში ინვესტიციის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლებენ.

 

დისკუსიის ფარგლებში, სპიკერები საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემაზე ისაუბრებენ. ასევე, აუდიტორიას ინვესტიციის სახეობებს გააცნობენ  და მოყვებიან - როგორ ხდება პროექტის შეფასება, დაფინანსების რა ტიპის შესაძლებლობები არსებობს და რა რისკებსა და პოტენციურ უკუგებას შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ტიპის სტარტაპი.

 

პანელური დისკუსიის მონაწილეები და თემები:

 

•               თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი - მერი ჩაჩანიძე სტარტაპებში ინვესტიციას მიმოიხილავს და აუდიტორიას გააცნობს რომელი კრიტერიუმებით აფასებენ ინვესტორები მცირე და საშუალო ბიზნესებს;

•               ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი - ნინო ენუქიძე სტარტაპ ეკოსისტემაზე და BTU-ს იმ ინიციატივებზე ისაუბრებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სტარტაპების მხარდასაჭერად ახორციელებს;

•               თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ხელმძღვანელი - ნათია ვაჭარაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს;

•               სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი - გიორგი ჩუგოშვილი კერძო ინვესტიციის მოპოვების პროცესსა და თავის გამოცდილებაზე ისაუბრებს.

 

გლობალური სტარტაპ ფონდი პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა. 2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი გახდა.

 

დისკუსია 7 აპრილს, 18:30 საათზე ჩატარდება.

 

ღონისძიებაზე დასასწრები ბმული

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები