ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თიბისი დაზღვევა 152 ლახელ ფერმერს ზიანაუნაზღაურებს
6 სექტემბერი, 2021, 11:02
თიბისი დაზღვევა 152 ლახელ ფერმერს ზიანაუნაზღაურებს

თბილისი (GBC) - 2021 წელს 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგრო დაზღვევის ნაწილში 2 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი.

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის - აგროდაზღვევის მეშვეობით - 152 შემთხვევას აანაზღაურებს, რაც მთლიანობაში 1 მლნ ლარს შეადგენს.

თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ პერიოდიდან დღემდე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ჯამურად ფერმერებზე ანაზღაურებული თანხა 4,5 მილიონი ლარზე მეტია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (30 ჰა კი  მარცვლეულის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ კმაყოფილდება სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმები, შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის დაზღვევა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები