






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) - აგვისტოში არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ოდენობა 16%-ით ანუ 106 მილიონი ლარით შემცირდა. TBC კაპიტალის ინფორმაციით, ამის ძირითადი მიზეზი დელტა ვარიანტის გავრცელება და ასევე აგვისტოს ბოლოს ჯექსონ ჰოლის სიმპოზიუმზე ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მოსალოდნელი განცხადება უნდა ყოფილიყო, რადგანაც მანამდე მონეტარულ გამკაცრებაზე გარკვეულ მინიშნებებს ჰქონდა ადგილი. სადღეისოდ, სენტიმენტები შედარებით გაუმჯობესებულია და ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის გარკვეული ზრდა სავარაუდოა.
"მაშინ,
როდესაც ლარსა და აშშ დოლარს შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალი მნიშვნელოვან
როლს უნდა ასრულებდეს, ისტორიულად, ლარის საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ცალკე
აღებული აშშ-ის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი და გლობალური რისკ აპეტიტი
უფრო მნიშვნელოვანია. არარეზიდენტებისაგან განსხვავებით, კომერციული ბანკების, ეროვნული
ბანკისა და სხვა რეზიდენტების მფლობელობაში არსებული ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების,
როგორც ოდენობა, ასევე წილი გაიზარდა. ბოლო პერიოდში სებ-ის წილის ზრდა აუცილებლად
არ იწვევს ფულის მასის მატებას, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში ეს კომერციული ბანკებისაგან
რეფინანსირების ჩარჩოს ფარგლებში უკვე დაგირავებული ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის
შედეგია", - განმარტავენ TBC კაპიტალში. ასევე საყურადღებოა, რომ ლარის გრძელვადიანი განაკვეთები მოკლევადიანზე ნაკლებია,
რაც ბაზრის მონაწილეების მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინებს ასახავს.
ჩვენი პროგნოზის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2022 წლის მე-2 კვარტალში
უნდა დაიწყოს.