ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მობილური ოპერატორების შემოსავლები 16%-ით გაზრდილია
15 სექტემბერი, 2021, 18:04
მობილური ოპერატორების შემოსავლები 16%-ით გაზრდილია

თბილისი (GBC) -მაგთი - 23.3 მლნ; სილქნეტი - 17.9 მლნ; ბილაინი - 9.3 მლნ ლარი. საქართველოში მოქმედი მობილური კომპანიების შემოსავლები მკვეთრ ზრდას აჩვენებს. მიმდინარე წლის ივლისში კომპანიებმა ჯამში 16%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს ვიდრე გასულ წელს, ჯამურად 50 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ყველაზე შემოსავლიანი 18% -იანი ზრდით, მაგთია, რომელმაც ივლისში 23.2 მლნ ლარის გენერირება შეძლო. ზრდის ტემპით მეორე ადგილზეა ვიონი (ბიალინი), რომლის შემოსავლებიც ივლისში წლიურად 18.7%-ით გაიზარდა, 9.3 მლნ ლარამდე.11.3%-იან ზრდა აქვს სილქნეტს, რომლის შემოსავლებიც 17.9 მლნ ლარი იყო.

შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აბონენტების გაზრდილი რაოდენობაა - ივლისში აბონენტების რაოდენობამ 5.1 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 300 000-ით მეტია. აქაც ყველაზე დიდ ზრდას მაგთი აჩვენებს - 9% წლიურად.

მაგთიკომი ლიდერობს ბაზარზე შემოსავლების წილითაც. ვიონს წინა წელთან შედარებით 0.4%-იანი მატება, მაგთის 1.1% მატება ხოლო სილქნეტს -1.5%-იანი კლება უფიქსირდება.

2021 წლის ივლისის თვის საშუალო ARPU (შემოსავალი თითო აბონენტისგან) 2020 წლის ივლისთან შედარებით გაიზარდა 9.8%-ით და 9.9 ლარი შეადგინა.

ყველაზე მაღალი ARPU მაგთის აქვს - 11.04 ლარი თითო აბონენტზე, შემდეგ მოდის სილქნეტი - 10.56 ლარით და ვიონი 9.90 ლარით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები