ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4993        GBP 4.1037        RUB 4.1955        UAH 1.1314        AZN 1.8215        AMD 6.2921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინის ინტერნეტი ყველა მოსწავლეს
15 სექტემბერი, 2021, 13:42
ბილაინის ინტერნეტი ყველა  მოსწავლეს

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, ბილაინი აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობს 

თბილისი (GBC) - ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, 15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით. მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 20GB მობილურ ინტერნეტს მოიცავს. მოქმედების ვადა კი 30 დღეა.

ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS)  პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით ერთჯერადად დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ გაუაქტიურდეთ აღნიშნული ინტერნეტ პაკეტი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს აღნიშნული სერვისით, სხვა მობილურ ნომერზე ინტერნეტ პაკეტის ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.

დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე.

 

ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ: www.veon.com

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები