ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC -ის პროგნოზით ლარი გაისად არ იმერყევებს
27 სექტემბერი, 2021, 16:31
TBC -ის  პროგნოზით ლარი გაისად არ იმერყევებს

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აგვისტოში დაკრედიტება კვლავ აჩქარდა და ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე წ/წ 15.4% შეადგინა. კრიზისების შემდეგ ბიზნეს, განსაკუთრებით კი კორპორატიულ სექტორს, აღდგენისათვის მეტი დრო სჭირდება. თუმცა, რამდენადაც ადგილი აქვს უფრო ეკონომიკის ე.წ. გადატვირთვას, და არა - ეტაპობრივ აღდგენას, შესაბამისი დროითი ჩამორჩენაც უფრო მოკლეა. მიუხედავად ამისა, საინვესტიციო მოთხოვნის დაბრუნება კვლავ მხოლოდ მოლოდინია მაშინ, როდესაც მარაგების შევსებისათვის საკრედიტო მოთხოვნის ზრდა უკვე სახეზეა, რაზეც იმპორტის აღდგენის მაჩვენებლებიც მიუთითებს. ამასთან, როგორც მოსალოდნელი იყო, სესხების ზრდაში უცხოური ვალუტის წვლილი მატულობს, რაც ლარს და ზრდას სტიმულს აძლევს, თუმცა სამომავლოდ მოწყვლადობის გარკვეულ მატებასაც იწვევს. 2021 წლისათვის თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ სესხები 18%-ით, ან სავარაუდოდ უფრო მეტადაც კი გაიზრდება, რაც მაინც ნაკლებია ვიდრე ამავე წელს ნომინალური მშპ-ის საპროგნოზო 21.2%-ით მატება.

 

გასულ კვირას გამოქვეყნებული მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდა, წინა თვეებთან შედარებით, მცირედით მეტი იყო. ეს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დასტაბილურების დამატებითი არგუმენტია, ვინაიდან ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსის დინამიკა სამომხმარებლო ფასების ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია.

 

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე სავარაუდოდ მომავალ წელსაც, ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისიწინებს. აღნიშნულის არგუმენტებია შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით. ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები, მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს. ამდენად, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით, უფრო მეტ მიწოდებაზე მიანიშნებს. მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალის მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება.

 

გასული კვირა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ, ლარისათვის პოზიტიური არ იყო. Fed მოსალოდნელზე უფრო მკაცრი იყო, თურქეთში კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და ევრომ, ლირამ და რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნაწილი დაკარგა. სავალუტო რისკის აღებისას, ევრო/დოლარის PPP მაჩვენებლის გათვალისიწინებით, დივერსიფიცირება კვლავ ოპტიმალური ჩანს, თუმცა განსაკუთრებით ბიზნესისათვის ევროს შედარებით მეტი წილით, ვინაიდან, როგორც წესი, ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ. ამასთან, ევრო - კარგ დროს, დოლარი კი ცუდ დროს მყარდება. ამავდროულად, თიბისი კაპიტალის მოსაზრება კალათაში ლირისა და რუბლის დამატების შესახებ, კვლავ აქტუალურია. ასევე გონივრული გადაწყვეტილებაა ლარის თუნდაც გარკვეული წილი, როგორც სესხების, ასევე ინვესტირების კუთხით, როდესაც მიზანი, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთისა და, მეორე მხრივ, რისკის გათვალისწინებით ოპტიმალური ბალანსის მიღწევაა.

 Tbccapital.ge


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები