






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორში, გაპრობლემებული სესხების 8.5%-მდე გაზრდილი წილი, 6.4%-მდეა შემცირებული. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის (ფსკ) შემდეგ განაცხადა,რომ უმოქმედო კრედიტების ზრდა, მოსალოდნელ 10%-ზე ნაკლები იყო და ტრენდი დამაიმედებელია, დღეს ცნობილი ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა არც მდგომარეობის გაუარესება გამორიცხა. გაპრობლემება შესაძლოა განაპირობოს იმ ფაქტორებმა, რომლებიც დღეს ჯერ ცნობილი არ არის და პანდემიის გაურკვევლობაში როდის, ან საერთოდ იჩენს თუ არა თავს, ჯერ არავინ იცის. მისი თქმით, გაურკვეველი რჩება ვაქცინაციის და პანდემიის დასრულების ვადები.
პაპუნა ლეჟავას თქმით, საფინანსო სექტორის მდგრადობის და არაჰეჯირებული მსესხებლისთვის მთავარ რისკად მაღალი დოლარიზაცია რჩება.
სებ-ის მიერ გატარებული მთელი რიგი მაკროპრუდენციული ღონისძიებები მიუხედავად. ლარიზაცია 5%-ული პუნქტით 48%-მდეა შემცირებული. პანდემიამ ლარის მსესხებელზე 5-ჯერ მეტად სავალუტო მსესხებელი დააზარალა. ლარის პოტფელში თუ ყოველი მე-14 სესხი გაპრობლემდა, ევროში ყოველ მე-3-ს დასჭირდა რესტრუქტურიზაცია. პაპუნა ლეჟავას თქმით, აგვისტოს მდგომარეობით, ლარის პორტფელში რესტრუქტურიზებულის წილი 8%, დოლარში 19% და ევროში 30% -ია.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სებ-ი ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მათ შორის მოიაზრება ინტერვენციები, რომლითაც სებ-მა ბაზარს პანდემიის პირველ ტალღაში 1 მლრდ აშშ დოლარამდე მიაწოდა.
პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, ჯერ უცნობია, სსფ-გან ახალი მიმოხილვის ფარგლებში, როდის და რამდენს მივიღებთ. მისივე თქმით, სავალუტო ფონდთან ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა .
სსფ-სთან ახალი პროგრამის, წლის ბოლოს შეთანხმების მოლოდინზე, ფინანსთა, ეკონომიმიკის მინისტრმა და სებ-ის პრეზიდენტმ,ა ივლისში, ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან (ჯეიმს ჯონი) შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
ბანკები, პორტფელის დოლარიზაციით /01.09.2021/
000 ₾
% |
|
|
|
თიბისი |
15,277,707 53.4 |
|
|
საქართელოს ბანკი |
14,431,938 56 |
|
|
ლიბერთი |
1,849,349
12 |
|
|
|
|||
ვითიბი |
1,849,349
41 |
|
|
პროკრედიტ ბანკი |
1,340,363
73 |
|
|
კრედო |
1,196,364
9 |
|
|
ბაზისბანკი |
1,100,900
53.5 |
|
|
ქართუ |
1,008,297
68 |
|
|
წყარო: კომერციული ბანკები