ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0696        EUR 3.4625        GBP 4.1464        RUB 3.8759        UAH 1.0662        AZN 1.8052        AMD 6.3685      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
₾-ის გამყარება/გაუფასურების 3 სცენარი ეროვნული ბანკისგან
29 სექტემბერი, 2021, 15:51
₾-ის გამყარება/გაუფასურების 3 სცენარი ეროვნული ბანკისგან

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში მოყვანილია სამი სცენარი რომელიც მათ შორის ლარის კურსის გამყარება/გაუფასურებას ეხება.

ეროვნული ბანკის საბაზო სცენარით არც მიმდინარე, არც მომდევნო და არც 2023 წლისთვის კურსის ცვლილება მოსალოდნელი არ არის და ერთი დოლარის ღირებულება კვლავ 3 ლარი 10 თეთრის ფარგლებსი იქნება.

განსხვავებულია ზომიერი რისკ სცენარი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ელის რომ მიმდინარე წელს ლარის კურსი 10%-ით გაუფასურდება, 2022 წელს 5%-ით გამყარდება, ხოლო 2023-ში უცვლელი დარჩება.

ეროვნული ბანკის მკაცრი რისკ სცენარის მიხედვით ლარი წელს შესაძლოა დამატებით 15%-ით გაუფასურდეს, მომდევნო წელს 10%-ით, ხოლო 2023 წელს 5%-ით გამყარდეს.

ზომიერი რისკ-სცენარი გლობალურად COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეფერხებებს განიხილავს. შედეგად, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება და ეკონომიკის აღდგენა გვიანდება, განსაკუთრებით განვითარებადი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნებშ.

მკაცრ რისკ-სცენარში გათვალისწინებულია გლობალურად კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება და მათი მდგრადობა არსებული ვაქცინების მიმართ. აღნიშნულ ჰიპოთეტურ სცენარში კორონავირუსის მუტაციებით გამოწვეული პანდემიის მძლავრი ტალღა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იწყება და მისი გავრცელების შესაკავებლად ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღებას იწვევ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები