ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0696        EUR 3.4625        GBP 4.1464        RUB 3.8759        UAH 1.0662        AZN 1.8052        AMD 6.3685      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-მ 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩართო
29 სექტემბერი, 2021, 16:45
BOGG-მ 26 კომპანია ციფრული ადაპტაციის პროგრამაში ჩართო

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის და Visa-ს პარტნიორობით, რამდენიმე თვეა ქალი მეწარმეებისათვის ციფრული ადაპტაციის პროექტი, Adapter-ი ხორციელდება. პროექტი მონაწილეებს ბიზნესის უფასოდ გაციფრულებასა და დისტანციური გაყიდვების მართვაში ეხმარება.

Adapter ის საშუალებით უკვე 26 კომპანია საკუთარ პროდუქციას extra.ge- ზე ყიდის.

 Adapter-ის მონაწილეებმა წარმატებით განახორციელეს საკუთარი საქმიანობის ციფრულ არხებში ინტეგრირება და პანდემიის ფონზე, ონლაინ შოპინგის გაზრდილი აქტივობისათვის ფეხის აწყობა. მეწარმეებმა “Adapter”-ის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით მიიღეს მხარდაჭერა, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა.

 გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაშიც უწევს მხარდაჭერას.

 პროექტზე რეგისტრაცია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2XJjhgQ

 „დღეს, ისე როგორც არასდროს, ბიზნესის წარმატებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში გაყიდვების წარმოება. სწორედ ამიტომ, Visa-სთან პარტნიორობით, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების პროექტ „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 26-მა მეწარმემ გააციფრულა საკუთარი მაღაზია და ამგვარად, კიდევ უფრო გაზარდა საკუთარ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ინიციატივით, აქტიურად გრძელდება მონაწილეების პროდუქციის სოციალურ ქსელებში პოპულარიზაცია, რათა გავზარდოთ მათი ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს და მოვუწოდოთ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ჩართულა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 „Visa-სა და საქართველოს ბანკს ამოძრავებს საერთო მისია, პოპულარიზაცია გაუწიონ ინოვაციურ გადახდის მეთოდებსა და ხელი შეუწყონ მათი განვითარების პროცესს. მეწარმე ქალი ლიდერების გაძლიერება ამ მისიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, რაც თვალნათლივ ჩანს Visa-ს სტრატეგიულ ინიციატივაში #She’sNext, რომელიც რეგიონის მასშტაბით დაინერგა.  ჩვენ გვწამს, რომ ქალი მეწარმეებისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდას, აძლიერებს ახალი ბიზნესების წამოწყებასა და ეხმარება უფრო რეზისტენტულები გახდნენ ახალი გამოწვევების მიმართ. მოხარულები ვართ,  ჩავერთოთ ამ  ინიციატივაში ჩვენს პარტნიორ  საქართველოს ბანკთან ერთად და წვლილი შევიტანოთ ქალი მეწარმეების გაძლიერებასა და მათი ბიზნესების გაციფრულებაში, რაც ამავდროულად ხელს უწყობს ელ-კომერციის განვითარებას საქართველოში“,-  განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები