ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდთან ხელშეკრულება გაფორმდა
29 სექტემბერი, 2021, 21:19
აზერბაიჯანის ექსპორტის და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდთან ხელშეკრულება გაფორმდა

თბილისი (GBC) - საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.

 ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე - ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები