ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი აგრარულ სექტორში 7 მლრდ-ის ინვესტირებას აანონსებს
30 სექტემბერი, 2021, 12:12
პრემიერი აგრარულ სექტორში 7 მლრდ-ის ინვესტირებას აანონსებს

თბილისი (GBC) - აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,3% შეადგინა,  იანვარ-აგვისტოს პერიოდში 12,12% გამოდის. ეს უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და სწორედ თანადაფინანსების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ამის მიღწევა, -  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, ადგილობრივი წარმოებისთვის 2.5 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტების  გეგმაზე უთხა.  ასევე დაანონსა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტირება.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ ერთგვარი შეჯამება იმ თანადაფინანსებული პროექტებისა, რომელიც სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და აშ.. ამ პროგრამების დაფინანსებით ჩვენ ჯამში 1800-ზე მეტი პროგრამის და პროექტის დაფინანსება შევძელით. აქ შედის საწარმოები, გადამამუშავებელი მეურნეობები და უამრავი პროექტი, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსდა. მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონი მთავრობის თანადაფინანსებაა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მილიარდ 800 მილიონია დაფინანსებული, აქედან 190 მილიონი არის ჩვენი თანადაფინანსება. ჯამში შეიქმნა 53 000 ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 87 000 ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხმარება იმას, რომ ეტაპობრივად მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, სიღარიბე დავძლიოთ და მეტი ადამიანი ამოვიდეს გაჭირვებიდან. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციური გეგმები გვაქვს, 2022 წლიდან ვიწყებთ უფრო მასშტაბური პროგრამების განხორციელებას, ვაპირებთ 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანია მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, ის, რომ ვეყანა და ჩვენი ხალხი გახდეს თვით უზრუნველყოფილი და თვითუზრუნველყოფის დონე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ არ ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული და საბოლოო ჯამში გავაორმაგოთ ჩვენი ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.

ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ დღეს გამოქვეყნდა აგვისტოს თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 10,3% შეადგინა აგვისტოს თვის ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ჯამში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში ეკონომიკური ზრდის 12,12% იანი მაჩვენებელია. ეს არის უპრეცედენტო მთელს რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ ამ თანადაფინანსებების პროექტების ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები