ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
1 800 პროექტის პრეზენტაცია
30 სექტემბერი, 2021, 13:35
1 800  პროექტის პრეზენტაცია

თბილისი (GBC) - ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია - მხარდაჭერილია 1, 806, მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და უნდა შექმნას 53,000 სამუშაო ადგილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. რუკა განთავსება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ხშირად გვეკითხებიან - მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, ჩვენი ოპონენტებიც - სად არის ის ასობით საწარმო, რომლებიც რეალურად ამ წლების განმავლობაში ფინანსდება, რომლებიც შეიქმნა და შეიძლება ვერ შექმნილიყო, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა და ან - გადაიარაღდა და გაფართოვდა, რომელიც გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, ან იმპორტი ჩაანაცვლა. სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გაიმართა - მხარდაჭერილია 1,806 პროექტი, მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. რუკა განთავსება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ხშირად გვეკითხებიან - მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, ჩვენი ოპონენტებიც - სად არის ის ასობით საწარმო, რომლებიც რეალურად ამ წლების განმავლობაში ფინანსდება, რომლებიც შეიქმნა და შეიძლება ვერ შექმნილიყო, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა და ან - გადაიარაღდა და გაფართოვდა, რომელიც გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, ან იმპორტი ჩაანაცვლა. სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია - მხარდაჭერილია 1,806 პროექტი, მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა. 53 000 ადგილი უნდა შეიქმნას.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მან თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1,806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა და შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციია განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ. რუკა განთავსება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ხშირად გვეკითხებიან - მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, ჩვენი ოპონენტებიც - სად არის ის ასობით საწარმო, რომლებიც რეალურად ამ წლების განმავლობაში ფინანსდება, რომლებიც შეიქმნა და შეიძლება ვერ შექმნილიყო, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა და ან - გადაიარაღდა და გაფართოვდა, რომელიც გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, ან იმპორტი ჩაანაცვლა. სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები