ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი ეკონომიკის 2-ნიშნა ზრდის ყველა პირობას ხედავს
30 სექტემბერი, 2021, 14:04
მინისტრი ეკონომიკის 2-ნიშნა ზრდის  ყველა პირობას ხედავს

თბილისი (GBC) - ნათია თურნავა: „ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ - ეკონომიკური ზრდა მაღალია, როგორც წინა, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“

 

„ყველა ვხედავთ, რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა - ეს არის ორნიშნა ზრდა, ეს ტენდენცია  გრძელდება. დღეს გამოქვეყნდა “საქსტატის” აგვისტოს თვის მონაცემები - აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10.3%-იანი, ანუ ორნიშნა ზრდა. მთლიანად რვა თვე რომ შევაჯამოთ 2020 წელთან შედარებით, ეს არის 12%-იანი ზრდა და ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური ზრდის მონაცემების კომენტირებისას.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სიღარიბის დაძლევას, ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარეს და მეტ შემოსავლებს საქართველოს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმ დარგებს, სადაც ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ესენია: მომპოვებელი დარგები; სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები; მომსახურების სფერო - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ასევე მშენებლობის და ვაჭრობის სექტორები.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია როგორც წინა, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

„ზრდა არის საკმაოდ მაღალი როგორც წინა 2020 წელთან შედარებით, რომელიც მართლაც ნეგატიური, მძიმე და კონტექსტიდან ამოვარდნილი, ასევე პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ, 2019 წელთან შედარებითაც. მაგალითად, წელს  შვიდი თვის ეკონომიკური ზრდა - 12.2%, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ 2020 წლის ჩავარდნა არამარტო სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები