ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Liberty, Tera და Halyk-ი საზედამხედველო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს
მარიამ მინაძე
7 ოქტომბერი, 2021, 15:38
Liberty, Tera და Halyk-ი საზედამხედველო ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

თბილისი (GBC) - კაპიტალის ბუფერები პანდემიამდელ დონემდე ჯერ კიდევ აღსადგენია, სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი თავის მიერ შეფასებულ ბანკებსა და მათ გადახდისუნარიანობაზე საუბრობს.

ორმა ყველაზე მსხვილმა ბანკმა TBC-მ და საქართველომ ზაფხლში უკვე განაცხადეს, რომ სებ-ის მიერ გამოთავისუფლებული ბუფერების გამოყენებას აღარ აპირებდნენ და შესაბამისობაში იყვნენ პრე-პანდემიურ მოთხოვნებთან.

მათ ნახევარწლიური დივიდენდი გამოაცხადეს კიდეც და TBC-მ უკვე 17 სექტემბერს დაიწყო 83 მლნ ლარის გადახდა, ხოლო საქართველოს ბანკმა კი 70.5 მლნ ლარის 25 სექტემბერს (საქართველოს ბანკის ჯგუფი კი 70.4 მლნ ლარის დივიდენდს 5 ნოემბერს გადაიხდის).

სებ-ის მოთხოვნით, ბანკებს კაპიტალის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის დივიდენდის განაწილება კაპიტალის ბუფერების აღდგენამდე შეზღუდული აქვთ.

Fitch-ის მიერ შეფასებული 7 ბანკიდან 1H21-სთვის ბუფერები მხოლოდ 3-ს, TBC-ს, პროკრედიტს და ბაზისბანკს ჰქონდა აღდგენილი. საქართველოს ბანკმა ბუფერები 1H21-სთვის ვერა, თუმცა ივლისში აღადგინა რაზეც სებ-ს შეატყობინა და ნახევარწლიური დივიდენდიც გაანაწილა.

1H21-სთვს ბუფერები აღდგენილი არ აქვს არც ლიბერთის, არც ტერა ბანკს და არც ხალიკ ბანკს. ლიბერთის და ტერას 2024 წლამდე სავალდებულოდ მარეგულირებლის მოთხოვნა აქვთ დასაკმაყოფილებელი სრულად დატვირთულ ბუფერებზე (Tier 1 და მთლიანი). ხოლო ხალიკს კი სულ მცირე უკლია Tier 1-ის ბუფერზე 2024 წლამდე დაწესებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით კრიზისის დროს გამოთავისუფლებული ბუფერების აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენის დაწყების თარიღად 2022 წლის 1 იანვარი განისაზღვრა და აღნიშნული თარიღიდან ბანკებს კაპიტალის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად 2 წელი მიეცათ. არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღდგენის დროდ 2023 წლის 1 იანვარი დაწესდა, ხოლო კაპიტალის კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი ბანკებს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

სებ-ი რამდენიმე თვის წინ ბანკების მიერ ბუფერების აღდგენას ვადაზე ადრე პროგნოზირებდა.

Fitch-ის მიერ შეფასებული ბანკები და მათი გადახდიუნარიანობის მაჩვენებლები (1H21):

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები