ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
₾ 650 000 საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპი PAYZE - ა
13 ოქტომბერი, 2021, 12:32
₾ 650 000  საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული სტარტაპი PAYZE - ა

თბილისი (GBC) -  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიან საგრანტო პროგრამაში  სტარტაპმა PAYZE - მ გაიმარჯვა. საგრანტო ხელშეკრულება ტექნოპარკში გაფორმდა.

PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის  მიზანიც  ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, ციფრული გადახდების მიღების გამარტივებაა. PAYZE 500 Startups-ის პროგრამის გამარჯვებული და პირველი სტარტაპია რეგიონიდან (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც შეირჩა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Ycombinator-ის (YC) აქსელერაციის პროგრამის მიერ. YC-მ ასევე, თავის მხრივ, კომპანიაში ინვესტიციაც განახორციელა. YC-თან ერთად, PAYZE-ის ინვესტორთა სია აერთიანებს, როგორც მსხვილ ვენჩურულ ფონდებს, ასევე „ანგელოზ ინვესტორებს“, რომელთა სახელებსაც უკავშირდება კომპანიებისთვის Unicorn სტატუსის მიღწევა. ასევე, PAYZE-ის არსებულ ინვესტორებს პირდაპირი კავშირი აქვთ  ისეთი კომპანიების წარმატებებთან, როგორიცაა Square & Twitter,  Dropbox და აშ.  

PAYZE-მ ოპერირება დაიწყო 2021 წლის იანვარში და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება  ძალიან სწრაფი ტემპით. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და იზრდება სწრაფად, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები