ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ გასაჩივრებული ტრანზაქციების ანაზღაურება გაამარტივა
13 ოქტომბერი, 2021, 16:14
თიბისიმ  გასაჩივრებული ტრანზაქციების ანაზღაურება გაამარტივა

თბილისი (GBC) - თიბისი აცხადებს, რომ  მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით კიდევ ერთი სიახლე დანერგარომელიც  საბართე ტრანზაქციის გასაჩივრების და ანაზღაურების გამარტივებულ პროცესს გულისხმობს. სიახლე მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს საბარათე ტრანზაქციის გასაჩივრების ვადის 3 დღემდე შემცირებას.

 

თუ მომხმარებელი საბარათე ტრანზაქციას გაასაჩივრებს, მისთვის როგორც გასაჩივრების, ასევე ანაზღაურების პროცესი საგრძნობლად მარტივი იქნება.

 

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ანაზღაურების პირობები, რაც ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი შემთხვევა ანაზღაურდება, ვიდრე აქამდე იყო, მათ შორის იმ მომხმარებლებზეც, ვისაც უკვე შეძენილი აქვთ ბარათის უსაფრთხოების სერვისი.

 

3 დღის ვადაში გამარტივებული ანაზღაურების პირობა გავრცელდება ყველა ბარათზე, რომელსაც აქვს ბარათის უსაფრთხოების სერვისი.  ამასთან უსაფრთხოების სერვისს ავტომატურად მოიცავს 5 და 10 ლარიანი ნაკრებები და  კონცეპტ და ვიპ სეგმენტის ყველა ბარათი.

 

აღნიშნული სიახლე, რომელიც ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა, მომხმარებელთა ცხოვრების გასამარტივებლად და მათი საუკეთესო გამოცდილებისთვის შეიქმნა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები