ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1411        EUR 3.6531        GBP 4.3234        RUB 4.4252        UAH 1.1991        AZN 1.8459        AMD 6.5713      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობამ სსფ-სთან შესათანხმებელი საკითხები სებ-თან გაიარა
13 ოქტომბერი, 2021, 18:02
მთავრობამ სსფ-სთან შესათანხმებელი საკითხები სებ-თან გაიარა

თბილისი (GBC) - ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს, ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური პროფილის სამინისტროების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ყურადღება მსოფლიოში არსებული კოვიდპანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური კრიზისის გავლენას და მაღალ ინფლაციაზე საუბარს დაეთმო, რომელიც წელს მთელი მსოფლიოსთვის მთავარი გამოწვევაა. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლების მიერ საქართველოს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციისგან გამომდინარე პოტენციურ რისკებსაც განიხილავს. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პარლამენტში წარდგენილი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.   

ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყების საკითხს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რეფორმების გაგრძელებისათვის ასეთი პროგრამის აუცილებლობაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს წარმატებით გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ვითარებას. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა ახალი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. სებ-ს ჯერ არ გადაუწყვეტია  რეზერვების შესავსებად და საფინანსო ბაზრის სტიმუილირებისთვის მოითხოვოს  თუ არა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები