ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აუდიტი მთავრობას საგარეო ვალის ანალიზის გადახედვისკენ მოუწოდებს
19 ოქტომბერი, 2021, 17:04
აუდიტი მთავრობას საგარეო ვალის ანალიზის გადახედვისკენ მოუწოდებს

თბილისი (GBC) - სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ვალის მსგრადობის ანალიზში ვალდებულებები სრულად ასახული არ არის. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტი მიანიშნებს, რომ მთავრობის ვალი არ მოიცავს იმ სახელმწიფო საწარმოების ვალს რომლებიც IMF-ის რეკომენდაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 2020 წელს დაკლასიფიცირდა როგორც სამთავრობო სექტორის ნაწილი. მსგავსი საწარმოების ვალდებულებების მოცულობა კი 310 მლნ ლარს და მშპ-ს 0.5%-ს შეადგენს.

ამასთან აუდიტი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ვალის  საპროგნოზო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება მშპ-ს მაღალმა ზრდამ და კურსის სტაბილურობამ გამოიწვია.

„ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ვალის მდგრადობის ანალიზი ეფუძნება IMF-ისა და WB-ის მიერ 2005 წელს ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიას, რომელიც 2014 და 2021 წლებში განახლდა. განახლებული მეთოდოლოგიები დამატებით იძლევა საშუალებას შეფასდეს მთავრობის გადახდისუნარიანობის და ლიკვიდურობის რისკები ვალის მზარდი მოცულობის პირობებში. მიზანშეწონილია ფინანსთა სამიმნისტრომ ვალის მდგრადობის ანალიზი განახლებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოოს“, - მიუთითებს აუდიტის სამსახური. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები