ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეკონომიკას მდგრადობისთვის ციფრული ლარი სჭირდება
20 ოქტომბერი, 2021, 19:02
ეკონომიკას მდგრადობისთვის ციფრული ლარი სჭირდება

თბილისი (GBC) -კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექონოლოგიების მნიშვნელობა. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ზრდა უსვამს ხაზს  ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობას, ციფრული ეკონომიკის უკეთ მომსახურებისთვის და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ამასთან, CBDC - ის დანერგვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსურ ჩართულობას, გაზარდოს კონკურენცია საგადახდო პროვაიდერებს შორის, ასევე, გააუმჯობესოს ფინანსებთან წვდომა და  გაზარდოს ფისკალური სისტემის ეფექტურობა“, - განაცხადა  კობა გვენეტაძემ სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრაში


 საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა შეხვედრა სსფ-ს და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება. ღონისძიება გასული წლის მსგავსად, წელსაც ონლაინ-ფორმატში წარიმართა, რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების მონაწილეობით.

 

ყოველწლიურ შეხვედრაზე მონაწილეებმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები. დისკუსიაში მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ტობიას ადრიანმა და სსფ - ის მონეტარული და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ტომასო მანჩინი გრიფოლიმ მიიღეს. 

 

"მსოფლიო ეტაპობრივად უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას და გამოდის იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც კოვიდ პანდემიამ გამოიწვია. ამასთან, ჩვენ უნდა გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ როგორ შეგვიძლია სამომავლოდ გავაუმჯობესოთ ეკონომიკის მდგრადობა. კრიზისმა დაგვანახა ციფრული ტექონოლოგიების მნიშვნელობა. სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ზრდა უსვამს ხაზს  ცენტრალური ბანკის ვალუტის განახლების აუცილებლობას, ციფრული ეკონომიკის უკეთ მომსახურებისთვის და საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. ამასთან, CBDC - ის დანერგვამ შესაძლოა გააუმჯობესოს ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობა, ხელი შეუწყოს ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვას, ფინანსურ ჩართულობას, გაზარდოს კონკურენცია საგადახდო პროვაიდერებს შორის, ასევე, გააუმჯობესოს ფინანსებთან წვდომა და  გაზარდოს ფისკალური სისტემის ეფექტურობა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

საქართველოს ერონვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ რისკებზეც, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის დანერგვას თან ახლავს. კობა გვენეტაძემ მონაწილეებს ეროვნული ბანკის ინიციატივით ჩატარებული კვლევებისა და საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული დასკვნები გააცნო და სესიის დასასრულს მათ  შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები