ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სსე-სგან სახელმწიფო უკვე დივიდენდებს იღებს
21 ოქტომბერი, 2021, 10:54
სსე-სგან სახელმწიფო უკვე დივიდენდებს იღებს

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, რომელიც მათ შორის მოიაზრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმას,  მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა.

 

ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD, მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში.

 

„შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი", -  აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

მისივე თქმით, 1 საწარმოს წარმატებული რეფორმირების მაგალითი უკვე  გვაქვს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, სადაც უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით. საბჭო კორპორაციების მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას განაპირობებს.


„ამან მოიტანა შედეგი - პანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა ბანკროტობის პროცედურა. პირველად, მრავალი წლის შემდეგ, გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. როგორ იცით კორპორატიზაციის გზაზე მდგარ კომპანიებს შორისაა საქართველოს  ფოსტა, საქართველოს რკინიგზა...


კორპორატიზაციის დასრულების შემდეგ,  ასევე სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც საპარტნიორო ფონდის ქუდის ქვეშ იყო.  ბონდებს გამოუშვებენ, რომლითაც  საპენსიო ფონდის ფულს ისესხებენ. 

"მივადგეთ სახელმწიფო საწარმოებს" - რეფორმა  ფინანსთა წინა მინისტრს  ვანო მაჭავარიანს ეკუთვნის, იქ საპენსიო ანარიცხები უნდა ინვესტირდება. 

რეფორმის არსი  არაორდინალურ გამოსავალშია, რაც გულისხმობს სუვერენული გარანტიების ჩამოცილებით, ფასიანი ქაღალდების ემიისიის პერსპექტივას.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები