ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
EBRD-მ TBC-ის €25 მლნ გამოუყო
21 ოქტომბერი, 2021, 16:38
EBRD-მ TBC-ის €25 მლნ გამოუყო

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU) თიბისი ბანკთან თანამშრომლობით აფართოებენ მხარდაჭერას საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (MSME).

EBRD გამოყოფს 25 მილიონ ევროს ოდენობის სესხს ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით, საიდანაც სესხის სულ მცირე 70 პროცენტი მიმართულია მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად. ევროკავშირი ავსებს დაფინანსებას გრანტებით და უსასყიდლო ტექნიკური დახმარებით მსესხებლებისათვის EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

EBRD/EU პაკეტი საშუალებას მისცემს კომპანიებს გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია, რათა გაიზარდოს კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში და უფრო წარმატებულად იმოქმედონ უცხოურ ბაზრებზე.

მხარდაჭერა ხორციელდება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში არსებული ერთობლივი დაფინანსების ინსტრუმენტის, ფარგლებში, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფირმებს მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მწვანე საქმიანობის გაფართოების კუთხით.

2016 წელს პროგრამის დაწყებიდან, 170 კომპანიამ საქართველოში უკვე ისარგებლა ინიციატივით სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სამედიცინო მომსახურება და ა.შ.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 265 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები