ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა IMF-ის რეგიონულ დისკუსიაში სპიკერის რანგში მიიღო მონაწილეობა
21 ოქტომბერი, 2021, 19:03
მინისტრმა IMF-ის რეგიონულ დისკუსიაში სპიკერის რანგში მიიღო მონაწილეობა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წამყვანი სპიკერის რანგში სიტყვით გამოვიდა ვირტუალურ ფორმატში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება, ფისკალური პოლიტიკის გამოწვევები კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის საკითხები საშუალოვადიან პერიოდში.

 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ, მოწვეულმა ექსპერტებმა.

 

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ გადადგა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

 

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე აღნიშნა, რა, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ძირითადი აქცენტი სწორედ უნდა გაკეთდეს რეფორმებზე და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

 

მისი თქმით, რეფორმებმა იმპულსი უნდა მისცეს ეკონომიკას გაჯანსაღების პერიოდში, ასევე უნდა გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაციის ამბიციური გეგმა, რათა უფრო მეტად კერძო სექტორმა უზრუნველყოს ეკონომიკის გაძლიერება. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უნდა კვლავ წარმატებით გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირება და ხარჯების ეფექტიანობა.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე აუცილებელია, ქვეყნებმა უზრუნველყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმებისადმი ერთგულება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები