ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-მ გალილეო დააფინანსა
24 ნოემბერი, 2021, 13:14
BOGG-მ გალილეო დააფინანსა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის (BOGG) დაფინანსებით, ლაგოდეხში სასტუმრო  „გალილეო“ გაიხსნა. ბანკი  აცხადებს, რომ რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს.ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში.  პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას.

„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო  „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.

 „სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ  ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,-განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები