ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ- მა დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა
24 ნოემბერი, 2021, 16:32
სებ- მა დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ონლაინ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და IFC-თან არსებულ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით, და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გაიმართა. ონლაინ ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკები და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლები, SBFN-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, IFC-ის ექსპერტები, და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან ასევე აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობა მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის: "2018 წლიდან  წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში მდგრადი დაფინანსების ხელშესაწყობად, წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC - თან თანამშრომლობის მეორე შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში ახალ პროექტებზე მუშაობის პარალელურად, ეროვნული ბანკი განაგრძობს ცნობიერების ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით IFC - თან თანამშრომლობას. დღევანდელი შეხვედრა ამ თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ეს არის შესაძლებლობა სფეროს ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სხვადასხვა პერსპექტივიდან განვიხილოთ მდგრადი დაფინანსების საკითხები და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გავუზიაროთ."

ივანა ფერნანდეს დუარტემ, IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა: "გარემოსა და სოციალური საკითხების მხრივ მდგრადობა გადამწყვეტია ბიზნესის წარმატებისთვის და COVID-19 კრიზისმა ეს გადაუდებელი საჭიროება კიდევ უფრო აშკარა გახადა. ახლა უნდა დაჩქარდეს მდგრადი, მწვანე და ინკლუზიური ინვესტიციების განხორციელება, რაც ხელის შეუწყობს არა მარტო აღდგენას, არამედ "უკეთესად აღდგენას". კლიმატის ცვლილებების შერბილებაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საფინანსო ინსტიტუტებია. ამავდროულად ეს პროექტები ამ ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს. IFC-ის გამოცდილებით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების სწორი მენეჯმენტი ხელს უწყობს ასეთი ინვესტიციების განხორციელებას. საფინანსო მარეგულირებლებს, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკი, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი საფინანსო ინსტიტუტებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების გაუმჯობესებაში. სწორედ ამიტომ, IFC, მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) 44 წევრის გამოცდილებაზე დაყრდნობით, განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ ბანკთან რეფორმებისა და რეგულაციების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი კერძო ინვესტიციებისთვის შესაძლებლობების შექმნას."

 "კერძო სექტორს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) გლობალურად მიღწევაში  მნიშვნელოვანი როლი აქვს. ფინანსური ინსტიტუტებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ კერძო სექტორის ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტაციაში და დაეხმარონ მათ ინვესტიციების მწვანე და პასუხისმგებლიანი პროექტებისკენ წარმართვაში. შვეიცარია, ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) წარმომადგენლობით, მხარს უჭერს IFC-ის პროგრამას ჯანსაღი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკის დანერგვისთვის, რაც მდგრადი დაფინანსების აუცილებელი წინაპირობაა", - აღნიშნა დანიელ მევლიმ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა.


მდგრადი დაფინანსების საკითხებისადმი მიძღვნილი ეს ფორუმი ეროვნული ბანკის მასპინძლობით, IFC/SBFN-სთან ერთად გამართული მესამე ღონისძიებაა. პირველი შეხვედრა 2018 წელს გაიმართა. მას შემდეგ ის ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების შესახებ, ნაყოფიერი დისკუსიების პლატფორმას წარმოადგენს. ბოლო კონფერენციის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში“ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა, "ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები“ და შესაბამისი შაბლონი შეიმუშავა და "მდგრადი დაფინანსების ანგარიშის“ გამოქვეყნება დაიწყო.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები