ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0967        EUR 3.4931        GBP 4.1233        RUB 4.1048        UAH 1.1428        AZN 1.8201        AMD 6.3875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები მილიარდიანი პორტფელით /რეიტინგი/
25 ნოემბერი, 2021, 14:19
ბანკები მილიარდიანი პორტფელით /რეიტინგი/

თბილისი (GBC) - ოქტომბერში დაკრედიტების ტემპი 19%-ით აჩქარდა. საკრედიტო ბაზარზე  თიბისი ბანკის წილი გაიზარდა,  38.4%-მდე (Q3/2021 - 38.36%). ბოლო საანგარიშო თვეს გაზრდილია  საქართველოს ბანკის წილიც, 36.08%-მდე (Q3/2021 - 36.03%). ყველაზე მეტად კი თვალში საცემია კრედოს 3.43%-მდე ზრდა (Q3/2021 - 2.77%).

ბანკების საკრედიტო პორტფელი ოქტომბერში 40.999 მლრდ ლარიდან, 41.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.  მხოლოდ  ოქტომბერში 2.4%(m.m) მატებაა (შარშან კლება აღინიშბა). 10-10 თვის მონაცემების შედარებით ზრდაა 14.7%Y.Y (L/m -12.3% Y.Y). დაკრედიტება აჩქარდა 19.5%- ით (2.4%პ-ით).

როგორც გახსოვთ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ოქტომბერს გაკეთებული პროგნოზით,  წელი დაკრედიტების 18%-იანი ზრდით დასრულდება. რაც პაპუნა ლეჟავას თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით (როცა მშპ-ს ზრდა 0% იყო), საფრთხეებს არ ქმნის, მშპ-ს ზრდის პირობებში.

მას სესხების მოსალოდნელზე მაღალი ზრდიდან მომდინარე რისკებზე,  ფსკ-ს  შემდეგ ჰკითხეს, ხომ არ აქვეითებს მონეტარული  პოლიტიკის ეფექტურობას. და უპასუხა, რომ დაკრედიტების მაღალი ტემპი, შემოსავლების აღდგენის მოცემულობაში, საფრთხის შემცველი არ არის. შესაბამისად  მოთოკვის და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედების საჭიროება არ დგას. არც დოლარიზაციის შემზღუდავი ბერკეტების  დამატების.

 მილიარდერი ბანკების შვიდეული (000 ₾)

 

01.01.2021

01.01.2021

თიბისი ბანკი

16,009,007

38.39%

საქართველოს ბანკი

15,045,058

36.08%

ლიბერთი ბანკი

  1,912,838

4.59%

ვითიბი ბანკი

  1,528,483

3.67%

პროკრედიტ ბანკი

  1,381,647

3.31%

კრედო ბანკი

  1,428,428

3.43%

ბაზისბანკი

  1,184,034

2.84%

ქართუ

     976,905

2.34%

წყარო:კომერციული ბანკები

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები