ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სებ-ის მორიგი კვლევა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ემპირიულ შეფასებაზე
25 ნოემბერი, 2021, 13:34
სებ-ის მორიგი კვლევა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ემპირიულ შეფასებაზე

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის  ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

 

მომდევნო კვლევითი ნაშრომი “მონეტარულიპოლიტიკის გადაცემა საქართველოში: ემპირიული შეფასება“  დაწერილია სერგო გადელიას (ISET პოლიტიკის ინსტიტუტი), თამარ მდივნიშვილის (სებ) და შალვა მხატრიშვილის (სებ) მიერ. კვლევის მიზანია საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გადაცემის სიძლიერის ემპირიული შეფასება. სტრუქტურული ვექტორული ავტორეგრესიით და მონაცემების გამოყენებით 2009 წლიდან, როდესაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, სტატია ასკვნის, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთისა და გაცვლითი კურსის არხები შედარებით ძლიერია. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოქმედებს სამივე მიმართულებით და იწვევს: ერთობლივი მოთხოვნის შენელებას, გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, ინფლაციის შემცირებას. აღნიშნული კვლევა გვიჩვენებს, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გაუმჯობესებულია ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ შეფასებებთან შედარებით. ინფლაციის რეაქცია საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე პიკს აღწევს 4 კვარტალის შემდეგ, სხვა კვლევებისა და სებ-ის კომუნიკაციის შესაბამისად. ამასთან, ვარიაციის დეკომპოზიციის ანალიზი აჩვენებს, რომ ინფლაციის მერყეობა ძირითადად გამოწვეულია მიწოდების შოკებით, მოთხოვნის შოკებს კი მხოლოდ უმნიშვნელო ეფექტი აქვთ. ეს ემთხვევა ვარაუდს, რომ ცენტრალური ბანკის სისტემატური რეაქციაა, რაც ანეიტრალებს მოთხოვნის შოკების ეფექტს ინფლაციაზე და მიწოდების მხარე ინფლაციის მონაცემებში მთავარ მამოძრავებლად რჩება.

 

 კვლევითი ნაშრომის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები