ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კ & ქართული სპირტი 7 მლნ-მდე დივიდენდებს ინაწილებს
გიგა თვაური
26 ნოემბერი, 2021, 19:22
კ & ქართული სპირტი 7 მლნ-მდე დივიდენდებს ინაწილებს

თბილისი (GBC) -  სპირტიანი  სასემელების უმსხვილესი ექსპორტიორი „კ და ქართული სპირტი“  წელს 7  მლნ ლარის დივიდენდებს ინაწილებს. პანდემიურ  2020-ში კი მფლობელებმა  (ვახტანგ კარიჭაშვილი & გიორგი ღამბაშიძე) კაპიტალის (25.7 მლნ ლარი) 14.8% - 3.8 მლნ გაიყვეს. 2019-ის ბოლოს კი "&სპირტი" 26.1 მლნ ლარის კაპიტალით იყო წარმოდგენილი.

სპირტის (80%-მდე)  იმპორტიორის  2020-ის მთლიანი მოგება 23.7 მლნ ლარია (2019 – 21.9 მლნ ლარი). 

შემოსავლების სამსახურის რეპორტალზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით,  კომპანიის ბრუნვა 2020-ში 10%-ით გაზრდილია, 63 მლნ ლარამდე (2019 – ₾ 58 მლნ). მთლიანი აქტივები 2020-ის ბოლოს  60 მლნ ლარს აღწევდა. 10 უმსხვილეს იმპორტიორში, რომელთა ჯამური ბრუნვა 100 მლნ აშშ დოლარამდეა, კომპანია 20%-იანი წილით არის წარმოდგენილი, თუმცა  ბიზნესჯგუფი  ბაზარზე რამდენიმე კომპანიით ოპერირებს.

"კ და ქართული სპირტის“ ჯგუფში ერთიანდება: შპს GVMT Group; შპს ,,გრუზვინპრომი’’ და მისი მფლობელი შპს ,,ბოლერო და კომპანი’’. ასევე ფოთის პორტის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სასაწყობე ტერმინალი/ტერიტორია. კომპანიას სპირტი ძირითადად უკრაინა/ რუსეთი/ ყაზახეთი/საფრანგეთში გააქვს.

კომპანიის 80% წილის მფლობელი რუსეთ- საქართველოს (ორმაგი)  მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, რომელიც  Bolero & Company-ს და  ჯიესპი გრუპ-ის მოწილეცაა.

შპს Bolero & Company – 100%

შპს კ და ქართული სპირტი - 80% (გიორგი ღამბაშიძე 20%)

შპს ჯიესპი გრუპ - 12,5 % (რობერტ ხახალევი -50%;

გიორგი ღამბაშიძე 25%; გიორგი დამენია -12.5%)

 

კომპანიები შედის  სპირტიანი სასმელების ექსპორტიორთა  ტოპ 10 -ში, რომელთა  ჯამური ბრუნვა, 2021-ის 10 თვეში 93.7 მლნ აშშ დოლარია (ექსპორტის რაოდენობა: 25.5 ათასი ტონა). პანდემიურ 2020-ში კი იმპორტირებულია  $ 81.3 მლნ-ის 21.4 ტონა.

ექსპორტიორთა ტოპ-10

შპს ასკანელი ძმები

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

სს სარაჯიშვილი

შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო

შპს კ და ქართული სპირტი

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა

შპს CAUCASIAN ALCO

შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო

შპს ჯიესპი გრუპ

შპს კ და ქართული სპირტი

 

წყარო: საქსტატი 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები