ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7086        EUR 2.7728        GBP 3.2752        RUB 4.4684        UAH 0.7347        AZN 1.5974        AMD 6.6797      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაგრძელება იქნება - გოცირიძე
12 იანვარი, 2022, 16:32
გაგრძელება იქნება - გოცირიძე

თბილისი (GBC) - ეს წერილი სამი წლის წინ დაიწერა, როცა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე აღიძრა. ფაქტობრივად ის მოხდა, რასაც ვწერდი.

საქმე მთლიანად პოლიტიკურია და პროცესი უკანონო, ვინაიდან, რომ არა ფულის გათეთრების თემის შემოტანა, საქმე ვერც აღიძვრებოდა ხანდაზმულობს გამო და ვერც ვერანაირი განაჩენი დადგებოდა. თავიდანვე საქმის წამოწყების მიზანი მათი რეპუტაციის შელახვა და ანაკლიის პროექტის ინვესტორების დაფრთხობა იყო. 

აუცილებელია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ანაკლიის პროექტის გაჩერებით ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 „არ გავარდეს“ -  პირველი მოქმედებიდანვე  ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ ჩვენთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ამ სიმძლავრით და ასე რეზონანსულად იჭექებდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ მისი მთავარი სამიზნე თიბისი ბანკი და მასთან დაკავშირებული ადამიანები და პროექტები იქნებოდა“ - რომან გოცირიძე  ჩეხოვის რეკვიზიტით შეეცადა ბოლოდროინდელი  წარმოდგენის დრამატურგიის ახსნას.  თოფი  მხოლოდ კედლის მოკაზმულობა რომ არ იყო და ბოლოს გაისროდა  ყველა ელოდა, მაგრამ ზარბაზნად თუ გადაიქცეოდა,არავინ.

რომან გოცირიძე  „ფორბში“   ჩვენ წეს-ჩვეულებაზეც წერს იარაღის მოვლა-შენახვაზე. ქართულ სცენაზე კედელზე ჩამოკიდებული  თოფი ფარდის  ჩამოშვებამდე  კედელზე რჩებოდა. ქართულ რეალობაშიც ასეა დაკიდული თოფი მშვიდობაზე მიანიშნებს და არა  სროლის საფრთეზე.

  „არაფერი შემთხვევითი და ზედმეტი არაა – ასეთი იყო ჩეხოვის დრამატურგიის პრინციპი. არ იყო შემთხვევითი, რომ პირველი, რაც ახლად მოსულმა “ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ეროვნული ბანკიდან, პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოდან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გამოყოფა და მისი მთავრობის (უშუალოდ პრემიერ- მინისტრის) დაქვემდებარებაში გადაყვანა. მოვლენები შემდგომ უარესი სცენარით განვითარდა – ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური ჩამოაცილეს და ცალკე უწყება შექმნეს“,- ვკითხულობთ  გამოცემაში

  – სწორად მოიქცა თუ არა ეროვნული ბანკი, როცა სანქციებს მიმართა? ალბათ კი. მაგრამ რატომ თერთმეტი წლის შემდეგ?

  – იყო თუ არა სან ქციები ადეკვატური? ალბათ არა. ზედმეტად მკაცრია.

  – იყო თუ არა ეროვ ნული ბანკი თავისუფალი თავის ქმედებებში? ერთმნიშვნელოვნად – არა. იგი ასრულებდა პროკურატურის (არაფორმალური მმართველის) დავალებას.

   – რატომ “გაახსენდა” ფინანსური მონიტორინგის სამსახურს (რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა) ეს ამბავი ერთი ათეული წლის შემდეგ? ასეთი იყო შეკვეთა.

 პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების იმ მუხლით (194-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღძრა, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. ეს იმიტომ დასჭირდათ, რომ ამგვარი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 30 წელია.

  მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა (შსს მინისტრის მუქარის სავარაუდო წერილი და სხვა),  ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერების  საერთაშორისო რეპუტაციის შესალახად დასჭირდათ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ მოვლენები არ არის დაკავშირებული მხოლოდ თიბისი ბანკთან და მათზე ტოტალური შეტევის მიზანი აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიდან მათი ჩამოცილება და სხვა პირებით ჩანაცვლებაც იყო.

  

სისხლის სამართლის დანაშაული თუ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების დარღვევა?!

  

თუ კარგად დავაკვირდებით იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, არაპროფესიონალებისთვისაც კი ძნელი მისახვედრი არ არის, რომ აქ ფულის გათეთრებასთან საერთოდ არა გვაქვს საქმე.

 თიბისი ბანკი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სასამართლოში, საბოლოო ჯამში, რათა შეჩერებულიყო ლონდონის ბირჟაზე ბანკის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა და ბანკის ადმინისტრატორების იმიჯისათვის გარდაუვალი ზიანის მიყენება, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორში არასტაბილური ვითარების წარმოქმნის რისკები, დაეთანხმა ეროვნული ბანკის მოთხოვნებს: ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში განახორციელა ცვლილებები იმდაგვარად, რომ დამფუძნებელი აქციონერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ იქნებიან წარმოდგენილნი მის შემადგენლობაში, ბანკმა შეწყვიტა სასამართლო დავა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხადა ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებული ერთი მილიონი ლარი.

 მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა გამოვლენილ დარღვევებს მისცა არა ფულის გათეთრების კვალიფიკაცია, არამედ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი წესების დარღვევად შეაფასა. იგულისხმება ინტერესთა კონფლიქტის და ბანკის ადმინისტრატორებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს შორის ოპერაციების განხორციელების დებულების მოთხოვნათა დარღვევა.

 ამ მეტად სკანდალური და რეზონანსული ამბით ბევრი რამ გამოვიდა სააშკარაოზე. მთავარი დასკვნა კი ის არის, რომ ბიზნესი თუ არ დგას ხელისუფლების (ამ შემთხვევაში ერთი ოლიგარქის) მორჩილ სამსახურში, ის არის დაუცველი. როცა ასეთი მრავალმხრივი იმუნიტეტის მქონე ბიზნესჯგუფს ამ მდგომარეობაში აგდებენ, რა მოუვა სუსტს?!

უკანონობამ და შერჩევითმა სამართალმა უკან იცის ხოლმე შემობრუნება. თოფმა შეიძლება გაისროლოს! სხვა მიმართულებით. არ გვინდა ეს არავის. გვეყო!

 

http://forbes.ge/news/6010/mravalmoqmedebiani-piesa

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები