ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძემ ინფლაციურ წნეხზე Euromoney-ის კონფერენციაზე ისაუბრა
12 იანვარი, 2022, 17:40
გვენეტაძემ ინფლაციურ წნეხზე Euromoney-ის  კონფერენციაზე ისაუბრა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო "ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა ცენტრალური ბანკების მანდატის განსაზღვრა და სისტემური რისკების მონიტორინგი იყო.

 

კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ბანკების მსგავსად, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. "ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანის შესრულებას“, - განაცხადა, დისკუსიის მსვლელობის დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მისი შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთჯერადი ეგზოგენური შოკების გამო, ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს, რაც ხანდახან, შეცდომით, როგორც ფასების არასტაბილურობა, ისე აღიქმება.

 

"ეჭვგარეშეა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ფისკალურმა სტიმულმა, გადავადებული მოთხოვნის გააქტიურებამ და მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალურად ინფლაციური წნეხის ზრდა გამოიწვია. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობია და რაშიც ცენტრალური ბანკების როლი მნიშვნელოვნად იზრდება. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონის ლიდერად გვევლინება და მოკლედ მიმოიხილა ეროვნული ბანკის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულიმდგრადი დაფინანსების ანგარიში.

 

ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოება Euromoney - ის ინიციატივით 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაა. ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ბანკირები.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები