ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - ვოლვო ქარ საქართველოს კამპანია გრძელდება
26 იანვარი, 2022, 18:08
თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - ვოლვო ქარ საქართველოს კამპანია გრძელდება

თბილისი (GBC) - თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზეთბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის  ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ

ეს ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ვიზუალური კონცეფციასრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს. 

დიდი ხანიაირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ისმიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან.მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც“, - ამბობს „ვოლვო ქარ კავკასიის“მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე. 

Volvo XC90 Plug-in Hybrid ,,ვოლვო ქარ საქართველოსკამპანიის მთავარი ფიგურანტიაერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ავტომობილის ინსპირაციით გაკეთდა პროექცია, რომელიც Stockton-სა დარეჟისორ გიორგი ზათიაშვილის შექმნილ რგოლ “Flash Forward”-ში წარმოდგენილი. საბოლოოდ კივოლვო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა და თუ ჯერ ზუსტი მისამართი ვერ გამოიცანით, გეტყვით, რომ აბაშიძის 4 ნომრის კედელი გააფერადა. 

კომპანია „ვოლვომ“ უკვე იცისროგორი უნდა იყოსმისი წარმოება 2025 წელსნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთშეექმნა ანიმაციათუ როგორი წარმოუდგენიათბილისი 4 წლის შემდეგშედეგად მივიღეთ ძალიანფერადი ვიზუალებისადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდისხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზედედაქალაქის ქუჩებში მოძრაობსNikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა დაკედლის წინ არსებულ სკვერ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ,უმოკლეს ვადაში შეძლეს100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ „ნიკაკოის“ შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება“, - რუსუდან გრძელიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიისმარკეტინგის ხელმძღვანელი. 

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ. 

„თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - „გაბრიაძის თეატრი“, ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასითებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული“. 

ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა

„ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა „ვოლვოს“ კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია“, - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.