






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - 14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books
წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც
ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე
ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი.
·
მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10
·
დრო: 13:00 – 22:00
ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში,
13 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც
იქნება ნინო დარასელი.
შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა
და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი
და ჯიმ მორისონი იყვნენ.
შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი
ეყოლება:
* დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“
ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი.
*რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის,
ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
*მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი
და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია.
შეხვედრა გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში.
შეხვედრაზე დასასწრებად
გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge
ღონისძიების შესახებ მეტი
ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club